პრეს-ცენტრი

მოგზაურობა sales champions 2016

30.12.2016

Alpen Pharma  Group-ის sales -ჩემპიონებისათვის 2016 წლის 5დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა  საოცარი შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობა  გერმანიისა და საფრანგეთის კოლორიტულ ქალაქებში. ბადენ ბადენის დაუვიწყარი თერმული წყლები, გერმანიის საოცარი ატრაქციონები ევროპის უდიდეს გასართობ პარკში «Europa Park», ბადენ-ვიუტმბერგის „ლუდის პუტჩი“ რესტორანში «Löwenbräu» „ძეხვის ყუმბარით“, ჯომარდობა მდინარე რეინზე სტრასბურგში შესვენებით, ელიტური ვახშამი ფრანგულ რესტორანში «Alte Mühle» ქ. ლაუტერბურგში და სხვა მრავალი დაუვიწყარი თავგადასავალი. ამ ყველაფერს კი თან ახლდა ნაძვის, დარიჩინისა და ციტრუსების წინასაშობაო  სურნელი,  რომელიც გარემოს ავსებდა საოცარი ენერგიით. ამ სამმა ჯადოსნურმა დღემ  sales -ჩემპიონებს მიანიჭა ახალი ენერგია და ისინი მზად არიან შეეჭიდონ  ამბიციურ გეგმებს და დაიპყრონ ახალი სიმაღლეები.