ჩვენს შესახებ

ფარმაკოლოგიური მეთვალყურეობა

კომპანია Alpen Pharma-ს საქმიანობის მთავარ მისიას წარმოადგენს ზრუნვა პაციენტების ჯანმრთელობაზე. ამიტომაც სამკურნალო საშუალებების  უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ინფორმაციის მოპოვება  ჩვენი სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მიზნის მისაღწევად შექმნილია ხარისხის კონტროლის და ფარმაკო მეთვალყურეობის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დროულად გამოვავლინოთ არასასურველი მოვლენები/ეფექტურობის ნაკლებობა და ჩივილები მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ხარისხთან. 

თუ გსურთ შეგვატყობინოთ გვერდითი მოვლენის/ეფექტურობის ნაკლებობის ან ხარისხის პრობლემების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი მედიკამენტების  ან სამედიცინო მოწყობილობის გამოყენებასთან, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი შეტყობინების მეთოდი: 

  1. ტელეფონით 24\7:+995 599729483
  1.  ელ-ფოსტით: pharmacovigilance@alpenpharma.com  

რა შეგიძლიათ შეგვატყობინოთ: 

  1. გვერდითი მოვლენები – ნებისმიერი არასასურველი და გაუთვალისწინებელი გამოვლინება, სიმპტომი ან დაავადება, რომელიც დროში ემთხვევა პრეპარატის მიღებას, მიუხედავად იმისა, დაკავშირებულია თუ არა პრეპარატის მიღებასთან. 
  1. არასწორი მიღება – სამკურნალო საშუალების განზრახ და არასათანადო გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება მედიკამენტის სამედიცინო გამოყენების დამტკიცებულ ინსტრუქციას. 
  1. გამოყენება დაურეგისტრირებელი ჩვენებისთვის – სიტუაციები, როდესაც სამკურნალო პროდუქტი განზრახ გამოიყენება  რეგისტრირებული სამედიცინო   ინსტრუქციის შეუსაბამოდ. 
  1.  ბოროტად გამოყენებამედიკამენტის მუდმივი ან არარეგულარული, განზრახ გადაჭარბებული მოხმარება, რომელსაც თან ახლავს მავნე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება. 
  1. ეფექტურობის არარსებობა – დამტკიცებული სამედიცინო ჩვენებების ფარგლებში მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური მოქმედების მიღწევის შეუძლებლობა. ვაქცინების მაგალითი: პაციენტში დაავადების გაჩენა, რომელსაც  პრევენციის მიზნით ჩაუტარდა ვაქცინაცია. 
  1. გამოვლინება პროფესიული საქმიანობისასმედიკამენტის  ზემოქმედება, რომლის მოქმედების ქვეშაც აღმოჩნდა ადამიანი  არაპროფესიული ან პროფესიული საქმიანობისას. 
  1.  დოზის გადაჭარბებამედიკამენტის გამოყენება ერთჯერადად ან დღის განმავლობაში იმ რაოდენობით, რომელიც აღემატება რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზას სამედიცინო გამოყენების დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. ასევე მხედველობაში მიიღება  დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული კუმულაციური ეფექტი. 
  1. მოულოდნელი სასარგებლო ეფექტი – ნებისმიერი მოულოდნელი სასარგებლო ეფექტი, რომელიც განვითარდა მედიკამენტის მიღების  შემდეგ და გამოიწვია დაავადების ან სიმპტომების  გაუმჯობესება, რომელიც არ იყო მოსალოდნელი ან არ იყო გამოვლენილი კვლევებში. 
  1. სამედიცინო შეცდომა – იგულისხმება ექიმის, პაციენტის და მომხმარებლის მიერ დაშვებული რაიმე უნებლიე შეცდომა მედიკამენტების გამოწერის, მომზადების ან მიღებისას. 
  1. ინფექციის საეჭვო გადაცემა – ინფექციის გადაცემა სამკურნალო საშუალების მეშვეობით, რომელიც დაკავშირებულია ან არ არის დაკავშირებული გვერდით მოვლენასთან. 
  1. ზემოქმედება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში – ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მიღებული ნებისმიერი პრეპარატი. პრეპარატის მოქმედება შეიძლება დაიწყოს დაორსულებამდე, მაგალითად დედის ან მამის მიერ კონტრაცეფციის დროს, ან მამა, რომელიც ღებულობს პრეპარატს ჩასახვის დროს. 

თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია ან მოთხოვნა მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტა შემდეგ მისამართზე: quality@alpenpharma.com 

 

თქვენ მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გასაჯაროებას, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.