ცინაბსინი (Cinnabsin®)

სტატისტიკის მიხედვით, სურდო (რინიტი) გაცივების ყველაზე ხშირი სიმპტომია, ჰაიმორიტი კი _ სურდოს ყველაზე ხშირი გართულება. სურდოს რომ გავუმკლავდეთ და გართულებათა განვითარება თავიდან ავიცილოთ, დაგვეხმარება გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატი ცინაბსინი*

50 წელზე მეტია, რაც ცინაბსინი სურდოსა და ჰაიმორიტის სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატ ცინაბსინის ძირითადი თავისებურებაა მოქმედების მრავალპროფილურობა, რაც მას სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთებისაგან წარმატებით განასხვავებს. აღნიშნული წვეთები ხომ მხოლოდ ცხვირით სუნთქვას აღადგენს, ისინი გამოყენების დროს სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს და არღვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის გასუფთავების ბუნებრივ მექანიზმს. ცინაბსინი არა მარტო უსაფრთხოდ აღადგენს ცხვირით სუნთქვას და ხსნის ცხვირისა და დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსის შეშუპებას, არამედ ათხელებს სქელ ლორწოს, აადვილებს მის გამოყოფას, არეგულირებს ცხვირისა და დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსის გაწმენდის ბუნებრივ მექანიზმს. ცინაბსინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსება ისაა, რომ შეუძლია ორგანიზმის საკუთარი დაცვითი ძალების ამაღლება, რაც გამოჯანმრთელებას აჩქარებს და ქრონიკულ ფორმაში მწვავე პროცესის გადასვლას ეწინააღმდეგება. ცინაბსინის გამოყენება ნებადართულია 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.

სურდოსა და ჰაიმორიტის დროს _ ცინაბსინი!

ცინაბსინი ტაბლეტები: მწარმოებელი DHU Arzneimittel GmbH & Co. KG HU  (გერმანია), 2012 წლიდან.

*სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს

 

ჰაიმორიტისა და სურდოს მკურნალობა

შემადგენლობა აქტიური ნივთიერებები:
Cinnabaris  (ვერცხლისწყლის გოგირდოვანი ნაერთი) trit D3 25 მგ,
Echinacea  (ექინაცეა)trit D1 25 მგ,
Hydrastis  (ძირყვითელა)trit D3 25 მგ,
Kalium bichromicum (კალიუმის ბიქრომატი)  trit D3 25 მგ;

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება. ათქ კოდი: R05X.

ჩვენებები: ცხვირის დანამატი ღრუების მწვავე და ქრონიკული ანთება (სინუსიტი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.
განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, ცინაბსინის მიღების დაწყებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ცინაბსინის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.
2 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობისთვის ცინაბსინის გამოყენება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

დოზირების რეჟიმი და მიღების გზები
სხვა მითითებათა არარსებობისას ცინაბსინის მიღება შემდეგნაირად ხდება:
დაავადების მწვავე მიმდინარეობის დროს: 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი), გაუმჯობესების დადგომამდე აძლევენ; შემდეგ, აღნიშნული ასაკის პაციენტები 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე იღებენ. მოზრდილებმა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა 1 ტაბლეტი ყოველ საათში (დღეში არაუმეტეს 12 ტაბლეტი) მდგომარეობის გაუმჯობესებამდე უნდა მიიღონ. ამის შემდეგ, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ინიშნება.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

გვერდითი ეფექტები:
არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.

შენიშვნა:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვის პირობები: ინახება 25° ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
გერმანიაში 1960 წლიდან ცინაბარის პენტაკრანი®
საქართველოში იყიდება  რეგისტრაციის გარეშე 2011 წლიდან ცინაბსინი

პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ქრომის, Eცჰინაცეა, სხვა რთულყვავილოვანთა ან რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. პრინციპული მოსაზრებებით, ცინაბსინის დანიშვნა არ შეიძლება პროგრესირებადი სისტემური დაავადებების, მაგალითად, ტუბერკულოზის, ლეიკემიის, ლეიკოზების, კოლაგენოზების, აუტოიმუნური დაავადებების, გაფანტული სკლეროზის, შიდს-ის, აივ-ინფექციისა და სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს.

ცინაბსინის გამოყენება მიზანშეწონილია გლუტეინური ენტეროპათიებით დაავადებულ ავადმყოფთათვის. პრეპარატი არ ინიშნება სახამებლის მიმართ ალერგიის დროს (ეს დაავადება გლუტეინური ენტეროპათიისგან სრულიად განსხვავებულია).

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.