დასვი კითხვა

დენტოკინდი (Dentokind)

მოსიყვარულე მშობლებისათვის პატარას პირველი კბილის ამოჭრა დღესასწაულია. პირველი კბილების ამოსვლის ვადა აბსოლუტურად სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგ ჩვილს ადრეული ამოჭრა აღენიშნება, რაც 3 თვის ასაკიდან იწყება, ზოგს, პირიქით, მოგვიანებითი _ დაახლოებით 1 წლის ასაკში. საშუალოდ, ამოჭრა 4-7 თვის ასაკში იწყება. ჩვილებში პირველ კბილებთან უახლოესი შეხვედრის უმთავრესი ნიშნებია გაძლიერებული ნერწყვდენა, ღრძილების შეშუპება და ქავილი. სწორედ ამ პერიოდში ბავშვები გამორჩეულად ჭირვეულები ხდებიან და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ. კბილების ამოჭრის პროცესი შესაძლოა გართულდეს ცუდი ძილით, საკვების მიღების აკრძალვით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, დიარეით. როგორ დავეხმაროთ პატარას, რომ პირველ კბილებს სიხარულით შეხვდეს?

დენტოკინდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი სწორედ კბილების ამოჭრის პროცესის შესამსუბუქებლად. აღნიშნული პრეპარატის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სისტემურად მოქმედებს და შეუძლია ამოჭრის ყველა იმ სიმპტომის მოხსნა, როგორიცაა ღრძილების მტკივნეულობა, გაძლიერებული ნერწყვდენა, ღრძილების ქავილი, შეშუპება, ანთება და ტკივილი, რომელიც გადაეცემა ყურს, დიარეა, სხეულის ტემპერატურის  მატება, `ნაწლავთა კოლიკა~. კომპლექსური მოქმედება წარმატებით განასხვავებს დენტოკინდს იმ გელებისა და მალამოებისაგან, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივად  (ღრძილზე) მოქმედებს და ნერწყვის ყლაპვისას სწრაფად ჩამოირეცხება. ბავშვებში რეკომენდებულია, დენტოკინდის ტაბლეტი მიღების წინ ერთ ჩაის კოვზ წყალში გაიხსნას.

დენტოკინდი _ გვეხმარება ჩვილი და უმცროსი ასაკის ბავშვებში კბილების ამოჭრის დროს მტკივნეული გამოვლინებების მოხსნაში! პატარას პირველი კბილები ამოეჭრა? _ დენტოკინდი!

დენტოკინდი ტაბლეტები №150: მწარმოებელი DHU Arzneimittel GmbH Co. KG DHG (გერმანია), 2012 წლიდან.

 *ინფორმაცია მედიცინისა და ფარმაციის სპეციალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად.  დანიშვნის წინ გაეცანით ინსტრუქციას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

 

კბილების ამოჭრით გამოწვეული სიმპტომების მკურნალობა 0-დან 6 წლამდე ბავშვებში

შემადგენლობა:
1 ტაბლეტები (100 მგ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
Belladonna D6 15 მგ
Chamomilla D6 15 მგ
Ferrum phosphoricum D6 15 მგ
Hepar sulphuris D12 15 მგ
Pulsatilla D6 15 მგ

სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტალკი,  მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება  ათქ კოდი A01A D11.

ჩვენებები:
კბილების ამოჭრით გამოწვეული ტკივილი ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში, ასევე ოტალგია (ყურის ტკივილი), შფოთვა, გაღიზიანებულობა, ღრძილების მტკივნეული მგრძნობელობა, ციებცხელება და დიარეა.

უკუჩვენებები:
გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს.

დოზირების რეჟიმი და მიღების წესი:
1 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავად გამოხატული სიმპტომატიკის დროს – 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არაუმეტეს 6 ტაბლეტის დღეში;  სიმპტომების გამომხატველობის შემცირების მერე მიიღება 1 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში.
1 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავად გამოხატული სიმპტომატიკის დროს – 2 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არაუმეტეს 12 ტაბლეტის დღეში; სიმპტომების გამომხატველობის შემცირების მერე მიიღება 2 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში.
ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ (ტაბლეტი უნდა გაიწოვოს პირის ღრუში).
ძუძუთა ბავშვების და 3 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობის წყალში (1 ჩაის კოვზი).

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

გვერდითი ეფექტები:
არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტის ნიშანი, მიმართეთ ექიმს.

შენიშვნა:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვის პირობები: ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა და შიგთავსი: 150 ტაბლეტი შუშის ფლაკონში მუყაოს შეფუთვაში.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
ევროპაში 2002 წლიდან დენტოკინდი
საქართველოში იყიდება  რეგისტრაციის გარეშე 2012 წლიდან დენტოკინდი

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.