დისმენორმი (Dysmenorm®)

დიდი ხანია, ქალები არასწორად ფიქრობენ, რომ ტკივილი მენსტრუაციის დროს ნორმალური მოვლენაა. სინამდვილეში ასე არაა. ქალი ტკივილს არ უნდა გრძნობდეს. თუ ტკივილი ვითარდება, მიზეზების დასადგენად და გასაქრობად ექიმს უნდა მიმართოთ. არსებობს ბუნებრივი პრეპარატები, რომლებიც ჰორმონული ბალანსის ნორმალიზებასა და მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა დარღვევათა მოწესრიგებაში, ტკივილისა და პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების ალაგებაში დაგეხმარებათ. ასეთია, მაგალითად, გერმანული ბუნებრივი არაჰორმონული პრეპარატი დისმენორმი.

დისმენორმი* სპეციალურადაა შექმნილი მენსტრუალური ციკლის დარღვევებისა და მასტოპათიის სამკურნალოდ. იგი არეგულირებს მენსტრუალური სისხლდენების რიტმს, ინტენსივობასა და ხანგრძლივობას, ახდენს სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობის ლიკვიდაციას, ამცირებს პრემენსტუალური სინდრომის სიმპტომების გამოვლინებებსაც.

დისმენორმი შეიცავს 4 კომპონენტს: A Agnus castus (აბრაამის ხე) _ დისმენორმის მთავარ კომპონენტს, რომელიც სასარგებლოა პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების, მცირესისხლიანი მენსტრუაციების, მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზის ჰორმონული უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობის დროს; Pulsatilla (მედგარა) ხსნის პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომებს: თავის ტკივილს, გაღიზიანებადობას, გულჩვილობას, სარძევე ჯირკვლებისა და მუცლის ქვედა ნაწილის მტკივნეულობას, სახის, წვივების, ხელის თითების შეშუპებას, გამონაყარს სახის კანზე; Rosmarinus officinalis (სამკურნალო როზმარინი) ხსნის თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს, განაპირობებს მენსტრუაციის დადგომას და, რადგან მას სპაზმოლიზური და ნაღვლმდენი ეფექტებიც ახასიათებს, ნივთიერებათა ცვლასა და ღვიძლის მუშაობასაც აუმჯობესებს; A Apis mellifica (მეთაფლია ფუტკარი) აღადგენს არარეგულარულ მენსტრუაციებს, ეხმარება ხანგრძლივი სისხლდენებისას და განაპირობებს ციკლის ნორმალიზებას ანთების დროს,

დისმენორმი რეკომენდებულია მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის გოგონებისათვის.Mმას კარგი მიმღებლობა ახასიათებს ხანგრძლივი გამოყენებისას, აღადგენს ჰორმონულ ფონს როგორც მენსტრუალური ციკლის დარღვევის, ასევე პრემენსტრუალური სინდრომის დროს. 50 წელზე მეტია, რაც ევროპელი ქალები დისმენორმისადმი ნდობას გამოხატავენ.

დისმენორმი _ ქალური ჰარმონიის არაჰორმონული მცველი!

დისმენორმი ტაბლეტები: მწარმოებელი DHU Arzneimittel GmbH & Co. KG. KG (გერმანია), 2012 წლიდან.

*სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს

ქალური ჰარმონიის არაჰორმონალური მცველი

შემადგენლობა აქტიური ნივთიერებები:
Agnus castus (ხეპილპილა) Ø 125 მგ, (მშრალი მასა 1,0 მგ),
Apis mellifica (ფუტკარი) trit. D3 25 მგ,
Pulsatilla (მედგარა),trit. D3 25 მგ,
Rosmarinus officinalis (სამკურნალო როზმარინი) trit. D2 25 მგ;

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება. ათქ კოდი: G03X A10

ჩვენებები: მენსტრუალური ციკლის დარღვევები და პრემენსტრუალური სინდრომი.

დოზირების რეჟიმი და მიღების გზები
სხვა მითითებათა არარსებობისას დისმენორმი შემდეგნაირად მიიღება:
1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში, რეგულარულად, მენსტრუაციათა ხანგრძლივობისა და სიხშირის ნორმალიზაციამდე, არანაკლებ 3 თვის განმავლობაში; თუ ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიმართოთ.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან იმავე დროის გასვლის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიხსნას.
ჭარბი დოზირება პრეპარატ დისმენორმის ჭარბი დოზირების მავნე ეფექტები ამჟამად ცნობილი არ არის.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ეტიკეტზე.ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვა: ორიგინალურ შეფუთვაში ინახება 15-25⁰ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: შეფუთვაში _ 80 ტაბლეტი. თანდართული ფურცელი. ყავისფერი მინის კოლოფი ხრახნიანი პლასტმასის სახურავით.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
გერმანიაში 1960 წლიდან აგნუს კასტუს პეტარკანი®
საქართველოში იყიდება  რეგისტრაციის გარეშე 2011 წლიდან დისმენორმი

არ გამოიყენება ფუტკრის შხამის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.

ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენების დროს პრეპარატი გამოიყენება გლუტეინის დაავადების მქონე ავადმყოფთა სამკურნალოდ, მაგრამ მისი დანიშვნა სახამებლისადმი ალერგიის დროს (პათოლოგია, რომელიც გლუტეინის დაავადებისაგან განსხვავდება) არ შეიძლება.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.

დისმენორმი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, დისმენორმის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

ამჟამად ცნობილი არ არის.

ზოგადი მითითება: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომები დროებით გაუარესდეს (პირველადი გაუარესება). ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.