დორმიკინდი (Dormikind)

ძილი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის. პატარები ძილში იზრდებიან, ისვენებენ და სამყაროს გასაცნობად ენერგიას იკრებენ. ძილის ხანგრძლივობა და ხარისხი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, გუნება-განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. სტატისტიკის მიხედვით, ჩვილებში ძილის დარღვევა ბევრი მშობლის პრობლემას წარმოადგენს. თუ პატარა დიდხანს ვერ იძინებს, დღისით მშფოთვარედ სძინავს, ღამით ხშირად იღვიძებს, მსგავს სიტუაციაში დახმარების გაწევას პრეპარატი დორმიკინდი შეძლებს.

დორმიკინდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც გულმოდგინედ შერჩეული შემადგენლობის წყალობით მსუბუქად ეხმარება ბავშვებს, დაიბრუნოს ძილის ნორმალური რეჟიმი, განაპირობებს გადაჭარბებული გაღიზიანებისა და შფოთვის მოხსნას, აღადგენს ძილის სტრუქტურას. მნიშვნელოვანია, რომ დორმიკინდი ბუნებრივი კომპონენტებისაგან შედგება, არ წარმოადგენს საძილე ან სედაციურ საშუალებას, ამიტომ არ იწვევს მოდუნებასა და ძილიანობას. დორმიკინდის მიღება ნებადართულია დაბადების პირველივე დღეებიდან.

0-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია, დორმიკინდის ტაბლეტები გაიხსნას ერთ ჩაის კოვზ წყალში.

დორმიკინდი სპეციალურად შექმნილია ძილის დარღვევების კორექციისათვის ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვებში

დორმიკინდი ტაბლეტები №150: მწარმოებელი DHU Arzneimittel GmbH & Co. KG . (გერმანია), 2012 წლიდან.

*ინფორმაცია მედიცინისა და ფარმაციის სპეციალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას.

ძილის კორექცია 0-დან 6 წლამდე ბავშვებში

შემადგენლობა:
1 ტაბლეტები (100 მგ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
Cypripedium pubescens D4 15 მგ
Magnesium carbonicum D10 20 მგ
Zincum valerianicum D12 15 მგ

სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება ათქ კოდი: N05C M50.

ჩვენებები: შფოთვის და ძილის დარღვევები ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები:
გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს შვილს რომელიმე შაქრის აუტანლობა აქვს  დორმიკინდის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი).

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

გვერდითი ეფექტები:
არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტის ნიშანი, მიმართეთ ექიმს.

შენიშვნა:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვის პირობები: ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა და შიგთავსი: 150 ტაბლეტი შუშის ფლაკონში მუყაოს შეფუთვაში.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
ევროპაში 2002 წლიდან დორმიკინდი
საქართველოში იყიდება  რეგისტრაციის გარეშე 2012 წლიდან დორმიკინდი

6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 4–ჯერ დღეში. ტაბლეტები მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამის მერე 30 წუთის შემდეგ (ტაბლეტი უნდა გაიწოვოს პირის ღრუში). თერაპიის კურსი – 3–4 კვირა.

საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია ტაბლეტის გასხნა მცირე რაოდენობის წყალში  (1 ჩაის კოვზი).

არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის მიღების დავიწყების შემთხვევაში.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.