დორმიკინდი (Dormikind)

დორმიკინდი სპეციალურად შექმნილია ძილის დარღვევების კორექციისათვის ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვებში. ძილი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ამასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის. პატარები ძილში იზრდებიან, ისვენებენ და სამყაროს გასაცნობად ენერგიას იკრებენ. ძილის ხანგრძლივობა და ხარისხი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, გუნება-განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. სტატისტიკის მიხედვით, ჩვილებში ძილის დარღვევა ბევრი მშობლის პრობლემას წარმოადგენს. თუ პატარა დიდხანს ვერ იძინებს, დღისით მშფოთვარედ სძინავს, ღამით ხშირად იღვიძებს, მსგავს სიტუაციაში დახმარების გაწევას პრეპარატი დორმიკინდი შეძლებს.

დორმიკინდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც გულმოდგინედ შერჩეული შემადგენლობის წყალობით მსუბუქად ეხმარება ბავშვებს, დაიბრუნოს ძილის ნორმალური რეჟიმი, განაპირობებს გადაჭარბებული გაღიზიანებისა და შფოთვის მოხსნას, აღადგენს ძილის სტრუქტურას. მნიშვნელოვანია, რომ დორმიკინდი ბუნებრივი კომპონენტებისაგან შედგება, არ წარმოადგენს საძილე ან სედაციურ საშუალებას, ამიტომ არ იწვევს მოდუნებასა და ძილიანობას. დორმიკინდის მიღება ნებადართულია დაბადების პირველივე დღეებიდან.

0-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია, დორმიკინდის ტაბლეტები გაიხსნას ერთ ჩაის კოვზ წყალში.