დასვი კითხვა

ენტეროკინდი (Enterokind®)

სიცოცხლის პირველის სამი თვის მანძილზე ბავშვთა ტირილის ყველაზე ხშირი მიზეზი `ნაწლავთა კოლიკაა~. კოლიკა წარმოადგენს მუცლის არეში შეტევითი ხასიათის ტკივილს, რომელსაც ბავშვის გამოხატული შფოთვა ახლავს. ჩვილი ტირის, ფეხებს იქნევს, რასაც მშობლები, რასაკვირველია, გულგრილად ვერ ხვდებიან. ჩვილებში `ნაწლავთა კოლიკის~ ძირითადი მიზეზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმწიფრობაა, რაც ნაწლავის მოძრაობითი აქტივობის დისკოორდინაციით, ფერმენტული უკმარისობით და, შედეგად, დუღილის პროცესების აქტივაციით, გაზთა  და ნაწლავების შებერილობით ვლინდება. დღეისათვის, `ნაწლავთა კოლიკის~ წინააღმდეგ ბრძოლისათვის იყენებენ: კამის წყალს, სიმეთიკონს, გაზგამყვან მილებს(!), მასაჟსა და ა.Aშ. თუმცა არც ერთი ზემოაღნიშნული მეთოდი `ნაწლავთა კოლიკის~ განვითარების მიზეზსა და პირველად მექანიზმებზე არ მოქმედებს. მაგალითად, კამის წყალი გაზების გამოდევნას უწყობს ხელს (ნაწლავიდან აირებს გამოდევნის), რასაც ნაწლავის მუსკულატურის სპაზმის მოხსნით უზრუნველყოფს. სიმეთიკონის ფუძეზე დამზადებული პრეპარატები ეფექტს აღწევს ნაწლავთა გაზების ბუშტუკების ზედაპირული დაჭიმულობის შეცვლის, მათი წარმოქმნის გაძნელებისა და უკვე წარმოქმნილის დაშლის უნარით, რაც ნაწლავის დაჭიმულობასაც ამცირებს.Aამ ყველაფრის შესანიშნავი ალტერნატივაა ენტეროკინდი.

ენტეროკინდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც გამოიყენება `ნაწლავთა კოლიკის~, შებერილობისა და მეტეორიზმის, ნაწლავთა ფუნქციური დარღვევების მოსახსნელად, რომელთაც ჩვილი და უმცროსი ასაკის ბავშვებში მუცლის ტკივილი ახლავს.

ენტეროკინდის უპირატესობაა  მრავალპროფილური მოქმედება. ენტეროკინდმა შესაძლოა შეამციროს ტკივილი პრაქტიკულად ნებისმიერი წარმოშობის (სპაზმი, გაზთა გაძლიერებული წარმოქმნა) კოლიკების დროს, რადგან ზემოქმედებას ახდენს არა მარტო სიმპტომებზე, არამედ მათი წარმოშობის მიზეზებზეც (და, რაც მთავარია, განაპირობებს პერისტალტიკის სინქრონიზაციას, ასაკის შესაბამისად არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას). ამაშია პრეპარატის უნიკალურობა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ენტეროკინდი სიმეთიკონთან შედარებით ორჯერ უფრო ეფექტურია. ენტეროკინდი კარგი მიმღებლობით ხასიათდება და  მისი გამოყენება ნებადართულია ბავშვებში დაბადების პირველივე დღიდან. პრეპარატით მკურნალობის კურსია 3-6 დღე. 

ენტეროკინდი _ `ნაწლავთა კოლიკის~ სიმპტომების სწრაფი შემსუბუქება და მუცლის ტკივილის, შებერილობისა და მეტეორიზმის მოხსნა ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვებში!

ენტეროკინდი წვეთები 20 მლ: მწარმოებელი DHU Arzneimittel GmbH &: Co. KG DHU (გერმანია), 2012 წლიდან.

*ინფორმაცია მედიცინისა და ფარმაციის სპეციალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

ნაწლავური კოლიკის სწრაფი მკურნალობა 0-დან 6 წლამდე ბავშვებში

შემადგენლობა:
ხსნარის 100 გ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
Chamomilla D6 10 გ
Cina D6 10 გ
Colocynthis D6 10 გ
Lac Defloratum D6 10 გ
Magnesium chloratum D6 10 გ

სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): ქსილიტოლი, გლიცერინი 85%, გამოხდილი წყალი.

გამოშვების ფორმა:
წვეთები შინაგანი მიღებისთვის, ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება ათქ კოდი: A03A X20.

ჩვენებები:
ნაწლავური კოლიკა და მეტეორიზმი ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები:
გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს მცირე დოზით ალკოჰოლს (100 მგ–ზე ნაკლები დოზა).

დოზირების რეჟიმი და მიღების წესი:
6 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე სიმპტომების დროს მიიღება 3 წვეთი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არაუმეტეს 6 –ჯერ დღეში; სიმპტომების გამომხატველობის შემცირების მერე მიიღება 3 წვეთი 3–ჯერ დღეში.
ენტეროკინდი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ (სასურველია წვეთები გადაყლაპვამდე ცოტა ხანი გააჩეროთ პირის ღრუში). ძუძუთა ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია ხსნარის მცირე რაოდენობის წყალში  გასხნა.
არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის მიღების დავიწყების შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

გვერდითი ეფექტები:
არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.

შენიშვნა:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვის პირობები: ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა და შიგთავსი: წვეთები შინაგანი მიღებისთვის, ხსნარი შუშის ფლაკონში 20 მლ.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცი:
ევროპაში 2002 წლიდან ენტეროკინდი
საქართველოში იყიდება რეგისტრაციის გარეშე 2012 წლიდან ენტეროკინდი

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.