ესპრიკო (Espriko)

ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების (ნეირობიოლოგიური) დარღვევით გამოწვეულ სიმპტომთა ერთიანობას, რომელიც მოიცავს: ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გაფანტულობა);       იმპულსურობას (იმპულსური ქცევის შეჩერების და გაკონტროლების სირთულე); ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, ზედმეტ მოძრაობათა სიჭარბე).
მკურნალობის მთავარ პრინციპს წარმოადგენს ფერმენტებით, ვიტამინებით, მინერალებითა და ამინომჟავებით მდიდარი საკვების მიღება.იდეალურ შემთხვევაში ეს სასარგებლო ნივთიერებები უნდა შედიოდეს ყოველდღიურ რაციონში, მაგრამ ეს საკმაოდ რთული მისაღწევია. ამიტომ ბავშვმა უნდა მიიღოსკვებით დანამატები. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს ესპრიკო  რომელიც განსკაუთრებით კარგ შედეგს იძლევა ADHD-ის სიმპტომების შემსუბუქებაში.
ესპრიკოს შემადგენლობაში შედის: ომეგა-3, ომეგა-6, მაგნიუმი და თუთია. “ომეგა 3”-ის ცხიმოვან მჟავებს, რომლის ძირითად შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენენ ეიკოზაპენტანისა (EPA) და დეკოზაჰექსანის (DHA) მჟავები, ორგანიზმში მოხვედრისთანავე “ომეგა 3”-ის ცხიმოვანი მჟავები პირდაპირ უჯრედებში გადაინაცვლებენ და ზემოქმედებას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. სწორედ ამითაა განპირობებული ესპრიკო ს მოქმედების უაღრესად ფართო სპექტრი.
ომეგა-6-ის ცხიმოვანი მჟავაა GLA (გამალინოლენის მჟავა). იგი ჩართულია ტვინის ზრდა განვითარებაში.პასუხისმგებელია სწავლის, მეხსიერების ყურადღებისა და კონცენტრაციის პროცესებზე.
თუთია გავლენას ახდენს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე. დადგენილია, რომ ხუთოსან მოსწავლეებს ორგანიზმში თუთია გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე ჩამორჩენილებს. თუთიით მდიდარი საკვების მიღება ხელს უწყობს სწრაფ აზროვნებას. თუთიას შესწევს უნარი, დააჩქაროს ჭრილობების შეხორცება. მას კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს - ამაღლებს გუნება-განწყობას, იცავს ადამიანს აპათიისა და დეპრესიისგან.
მაგნიუმს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ნერვული სიტემის ფუნქციობისთვის. ამ მინერალის გარეშე ნეირონებს (ნერვულ უჯრედებს) არ ძალუძთ ნერვულ იმპულსთა მიღება და გატარება, ისინი ადვილად აგზნებადნი ხდებიან, რის შედეგადაც იმატებს ადამიანის მგრძნობელობა გარე ფაქტორების (გამაღიზიანებლების) მიმართ, აგზნებადობა, სტრესისადმი მიდრეკილება, ნერვულობა.
ესპრიკოში შემავალი მინერალებისა და ვიტამინების კომბინაცია საუკეთესო არჩევანია ADHD-ს მქონე ბავშვებში.

ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობა , ჰიპერაქტივობა? - ესპრიკო

ესპრიკო კაფსულები #60, მწარმოებელი: Engelhard Arzneimittel GmbH&Co. KG (გერმანია)

სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს

 

ესპრიკო ეს არის სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი კვებითი დანამატი (ბალანსირებული კვება) AD(H)D (ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტივობა) მქონე ბავშვებისათვის. ამ პაციენტებში ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს გაფანტულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.
ესპრიკო  სრულად ავსებს AD(H)D მქონე ბავშვის კვების რაციონს. საღეჭი კაფსულები ხილის გემოთი,  შეიცავს თევზის ქონს გაჯერებულს უმაღლესი კონცენტრაციის მქონე ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით. ესპრიკო ასევე შეიცავს მინერალებს მაგნიუმსა და თუთიას.

ესპრიკოს შემადგენელი კომპონენტები:
ომეგა ცხიმოვანი მჟავები
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენენ ნახევრად უჯერ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს. ადამიანის ორგანიზმი მხოლოდ საკვების საშუალებით იღებს საჭირო რაოდენობის ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი სინთეზი ორგანიზმში არ ხდება.  დაუბალანსებელი დიეტა ან არარეგულარული კვების რეჟიმი იწვევს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს. თევზის (მაგალითად, ქაშაყი, თინუსი, სკუმბრია და ორაგული), სხვადასხვა სახის ცხიმებისა და მწვანე ბოსტნეულის მიღებით ჩვენ შეგვიძლია ორგანიზმს მივაწოდოთ  ომეგა-3-ის შემცველი ცხიმოვანი მჟავები EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსა-ენის მჟავა), ომეგა-6-ს ცხიმოვანი მჟავა GLA (გამალინოლენის მჟავა).
ორგანიზმში, გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ომეგა ცხიმოვან მჟავები მონაწილეობას ღებულობს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში.
EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედებს შორის ინფორმაციის მიმოცვლაში.
DHA (დიკოზაჰექსაენის მჟავა) ნერვული უჯრედების მემბრანის სტრუქტურული კომპონენტია, ასევე მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისათვის და მხედველობის სიმახვილისათვის.
ომეგა-6-ს ცხიმოვანი მჟავაა GLA (გამალინოლენის მჟავა) ჩართულია ტვინის ზრდა-განვითარებაში. ის პასუხისმგებელია სწავლისა, მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის პროცესებზე.
მაგნიუმი განაპირობებს თავის ტვინში იმპულსების გადაცემას.
თუთია ჩართულია ნერვებს შორის იმპულსების გადაცემაში და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვანი კოფაქტრია.
მრავალმა კვლევამ უჩვენა, რომ AD(H)D და მასთან დაკავშირებული დაავადებები, როგორიცაა კითხვის და წერის პრობლემა ბავშვებში შეიძლება მოვხსნათ კვების რაციონში გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჩართვით.
ესპრიკო შეიცავს თევზის ქონისა და დაისის ფურისულას ზეთის ნარევს. აქედან გამომდინარე მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით.
ესპრიკოს მიღებით უზრუნველვყოფთ სრულფასოვან კვებით რაციონს AD(H)D ბავშვებისათვის.
ესპრიკოს ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობა სრულად შეესაბამება AD(H)D ბავშვების ორგანიზმის მოთხოვნებს.

მიღების წესი:
5 წლის და 5 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები  4 კაფსულა დღეში, 2 კაფსულა დილას და 2 საღამოს ჭამის დროს. კაფსულები შესაძლოა დავღეჭოთ ან გადავყლაპოთ ცოტაოდენი სითხის მიყოლებით. კაფსულების შიგთავსი ასევე შეგვიძლია გავხსნათ და შევურიოთ საჭმელს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ესპრიკოს გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით. ესპრიკო არის სპეციფიკური დიეტური საშუალება. მისი მიღება დაუშვებელია თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

შენახვის პირობები:
რადგან ცხიმოვანი მჟავები ძალიან სენსიტიურია სინათლისა და სითბოს მიმართ, კაფსულები უნდა შევინახოთ მისივე კოლოფში გრილ და მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა: შეფუთვაშია 60 კაფსულა.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
საქართველოში იყიდება  რეგისტრაციის გარეშე 2012 წლიდან ესპრიკო

მინერალები, როგორებიცაა მაგნიუმი და თუთია შესაძლებელია დავამატოთ იმ საკვებს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ყოველდღიურად, რადგან ორგანიზმს არ ძალუძს ამ მინერალების წარმოება თავისთავად. მაგნიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს  მარცვლეული, პარკოსნებიდან სოიო.  თუთის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ძროხის ხორცი, სხვადასხვა სახის ყველი, კვერცხი, ღორის ხორცი, ინდაური, იხვი და ხოხობი.

ესპრიკოს ერთი კაფსულა შეიცავს 185 მგ ქსილიტოლს, რაც ექვივალენტურია 0.015 BU.

ესპრიკო არ შეიცავს გლუტამატს (მადის გამაძლიერებელს), ფტალატებს, ლაქტოზას და კონსერვანტებს.

ესპრიკო - უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატი შეიცავს:

სუფთად და წმინდად დამუშავებულ თევზის ქონს.

მწუხრის ფურისულას ზეთს, რომელიც GLA (გამალინოლენის მჟავა) ძირითადი წყაროა.

ყველა ცხიმი მკაცრადაა შემოწმებული მძიმე მეტალსა და სხვა ზიანის მომტან ქიმიურ ნივთიერებაზე.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.