გასტრიტოლი (Gastritol "Dr. Klein")

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევები თითოეული ადამიანის პრობლემა შეიძლება იყოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საოჯახო აფთიაქში ყოველთვის გვქონდეს ისეთი საჭირო პრეპარატი, რომელიც საჭმლის მონელების პრობლემათა დიდი ნაწილს მოგვიგვარებს. საჭმლის მონელების ფუნქციური დარღვევებისა და გასტრიტების სამკურნალოდ შესაძლოა გამოვიყენოთ გერმანული კომპლექსური ბუნებრივი პრეპარატი გასტრიტოლი.

გასტრიტოლი* მცენარეული სტანდარტიზებული პრეპარატია, რომელიც მასში შემავალი შვიდი (!) სამკურნალო მცენარის ექსტრაქტების წყალობით გვეხმარება, დავიცვათ კუჭის ლორწოვანი გარსი, ჩავაქროთ ანთება, ტკივილი და კუჭში სიმძიმის შეგრძნება, მოვიხსნათ გულისრევა, მეტეორიზმი, შევძლოთ კუჭის მოქმედებისა და მადის ნორმალიზება. და რაც მთავარია _ გასტრიტოლი განაპირობებს პრაქტიკულად მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზებას, რადგან იგი ფიტოპროკინეტიკია (ფიტო _ მცენარეული, კინეტიკა _ მოძრაობა), რაც იმას ნიშნავს, რომ ხასიათდება გამოყოფილი ნაღვლის, კუჭის წვენის, ფერმენტების გამომუშავებაზე, რაოდენობასა და ხარისხზე მარეგულირებელი მოქმედებით, განაპირობებს ნაწლავის პერისტალტიკის ნორმალიზებას. ამას გარდა, გასტრიტოლი აუმჯობესებს განწყობას და აქვეითებს განგაშის შეგრძნებას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია საჭმლის მონელების სათანადო დონეზე შენარჩუნებისათვის! ამიტომ გასტრიტოლთან ერთად თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა მცენარეებით იქნება დაცული!

გასტრიტოლი _ კომპლექსური პრეპარატი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ფუნქციური დარღვევებისა და გასტრიტების სამკურნალოდ

გასტრიტოლი წვეთები 20 მლ, 50 მლ, 100 მლ; მწარმოებელი  Dr. G. Klein GmbH & Co. KG DKG (გერმანია),#R--012994, 013032, 013033. 2014 წლიდან

*სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს

მცენარეებით დაცული კუჭ-ნაწლავის ტრაქტი!

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
100 მლ პრეპარატი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ბატის მარწყვა ბალახის თხევადი ექსტრაქტი (Anserinae herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40 % (მოც./მოც.)) 35 მლ, სამკურნალო გვირილას ყვავილების თხევადი ექსტრაქტი  (Matricariae flos) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 45%(მოც./მოც.)15 მლ, ძირტკბილას ფესვების თხევადი ექსტრაქტი (liquiritiae radix) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.))15 მლ,  ანგელოზას ფესვების თხევადი ექსტრაქტი (Angelicae radix) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)) 5 მლ,  ძიძას ბალახის თხევადი ექტრაქტი  (Cnici ben. Herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40%(მოც./მოც.))5 მლ,  მწარე აბზინდას თხევადი ექსტრაქტი (Absinthii herba) (1:1,7-2,2) (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40%(მოც./მოც.))5 მლ.

სხვა ინგრედიენტები (სხვა დამხმარე ნივთიერებები): ეთანოლი 96% (მოც./მოც.), წყალი გასუფთავებული.

გამოშვების ფორმა: ორალური წვეთები

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
გამჭვირვალე ყავისფერი სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საშუალებები, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური  მოშლილობებისას. ათქ კოდი: A03A X20

ჩვენებები
ფუნქციური დისპეფსია, მეტეორიზმი, გასტრიტები, მათ შორის ქრონიკული ჰიპერაციდული გასტრიტი, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის  წყლულოვანი დაავადების კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში.

უკუჩვენებები
პრეპარატის რომელიმე ინგრიედინტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის კომპონენტებზე  ალერგიული რეაქციები.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
დღმდე არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული გაფრთხილება
პრეპარატის 1 წვეთი შეიცავს 0,016 გ ეთანოლს.

ორსულობა და ძუძუთი კვება (ლაქტაცია)
მსგავს შემთხვევებში პრეპარატის გამოყენების შესახებ საკმარისი გამოცდილების არარსებობის გამო, არ არის სასურველი მისი გამოყენება ორსულ ქალებში და ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის და სპეციალურ მოწყობილობასთან მუშაობის უნარზე
თერაპიული დოზების დიაპაზონში პრეპარატის მიღება  არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვაზე ანა სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე.

ბავშვები
ბავშვებში გამოყენების საკმარისი გამოცდილების არ არსებობის გამო პრეპარატის მიღება არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი
სხვაგვარი დანიშნულების არარსებობის შემთხვევაში,   მიიღება  მცირე რაოდენობის სითხეში გახსნილი 20–30 წვეთი,  3–ჯერ დღეში ჭამის დროს. მძიმე და მწვავე მდგომარეობისას მიიღება 15–25 წვეთი ყოველ 30 წუთში–ერთ საათში. მკურნალობის ასეთივე სქემა გამოიყენება განმეორებითი მკურნალობის შემთხვევაშიც.
მკურნალობის ხანგძლივობა –  3-4 კვირა. საჭიროებისას შესაძლოა  მკურნალობის კურსის განმეორება 2 თვის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა: სამი წელი.

შენახვა
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ამ პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 3 წელს.
ფლაკონის გახსნის შემდეგ შენახვის ვადა შეადგენს 3 თვეს.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა და გამოშვების ფორმა
20 მლ, 50 მლ, 100 მლ ხსნარი საწვეთურიან ფლაკონში; 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთანერთად.

გაცემის კატეგორია: რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
საქართველოში 2014 წლიდან გასტრიტოლი.

გასტრიტოლი შეიცავს 40  მოც. % ეთანოლს.

ინსტრუქციის შესაბამისად პრეპარატის ყოველი დოზის მიღებისას (25 წვეთი) მიიღება 0,4 გ სპირტი, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს რისკს ღვიძლის დაავადებების, ცნს დაზიანების მქონე, ალკოჰოლიზმით, ეპილეპსიით დაავადებული პაციენტებისათვის, ორსული ქალების და ბავშვების ჯანმრთელობისთვის. სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება შესაძლოა შემცირდეს ან გაძლიერდეს.

ფანტელების წარმოქმნა ან ამღვრევა, აღინიშნება პრეპარატის თხევად ფორმებში, რომლებიც დამზადებულია მცენარეულ საფუძველზე, არ იწვევს უარყოფით ეფექტებს და არ ამცირებს ამ პრეპარატის ეფექტურობას.

უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, სინათლისადმი ძალიან მაღალი მგძნობელობის კანის მქონე პაციენტებს შესაძლოა გამოუვლინდეს მზეზე დამწვრობის მსგავსი კანის რეაქცია, განვითარებული  მზის  ინტენსიური გამოსხივების ზემოქმედების შედეგად.

პრეპარატის ცალკეულ კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობისას ლიტერატურულ წყაროებში აღწერილი იყო ალერგიული რეაქციები (კანის გაწითლება, გამონაყარი, ქავილი), რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ღებინება, გულისრევა), წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.

მაგრამ მონაცემები პრეპარატი გასტრიტოლის გამოყენებისას მსგავსი გვერდითი რეაქციების შესახებ არ მიგვიღია.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.