გასტროკინდი (Gastrokind)

ბავშვებში კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები პრაქტიკულად იმავე სიხშირით გვხვდება, როგორც რესპირაციული დაავადებები. ასეთი დარღვევებისადმი განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან მცირე ასაკის ბავშვები, რომელთა საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბებისა დასრულების პროცესშია, რაც განპირობებულია ფერმენტების ნაკლებობით, ნაწლავის კედლების შეკუმშვის დაბალი უნარით, ნაწლავთა ფლორის არასრული ზრდით. ამიტომ არასწორი კვების, გადაჭარბებული კვების, ძუძუთი კვებიდან ხელოვნურ კვებაზე გადასვლის, ჩვილებში დამატებითი კვების ჩართვის დროს შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი ან, პირიქით, ყაბზობა. როგორ დავეხმაროთ პატარებს ამდენ სიმპტომთან ბრძოლაში? სპეციალისტები ბუნებრივ ფუძეზე დამზადებული კომპლექსური პრეპარატების, მაგალითად, გასტროკინდის გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან.

გასტროკინდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელსაც შეუძლია დახმარების გაწევა 1 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვაგვარი დარღვევების დროს. შემადგენლობის წყალობით გასტროკინდი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსსა და პერისტალტიკას, ხასიათდება სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით, განაპირობებს გულისრევის, ღებინების, მუცლის ტკივილის, დიარეის ან, პირიქით, ყაბზობის მოხსნას. პრეპარატი კარგი მიმღებლობით გამოირჩევა და მისი გამოყენება ნებადართულია 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. საბავშვო გასტროკინდს გამოყენების წინ ხსნიან ერთ ჩაის კოვზ წყალში. პრეპარატით მკურნალობის კურსია 3-6 დღე.

გასტროკინდი _ პრეპარატი 1-და 6 წლამდე ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების სასტარტო თერაპიისათვის!

გასტროკინდი ტაბლეტები №150: მწარმოებელი DHU Arzneimittel GmbH & Co. KG KG (გერმანია), 2012 წლიდან.

*ინფორმაცია მედიცინისა და ფარმაციის სპეციალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად.  დანიშვნის წინ გაეცანით ინსტრუქციას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

კუჭ-ნაწლავის ფუნქციური მოშლილობა 0-დან 6 წლამდე ბავშვებში

შემადგენლობა:
1 ტაბლეტები (100 მგ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
Arsenicum album D6 20 მგ
Croton tiglium D6 20 მგ
Okoubaka D4 20 მგ
Veratrum album D12 20 მგ

სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
აქტიური ნივთიერება შეიცავს ლაქტოზას.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება ათქ კოდი A03A X20

უკუჩვენებები:
გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს შვილს რომელიმე შაქრის აუტანლობა აქვს,  გასტროკინდის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი).

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

გვერდითი ეფექტები:
არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.

შენიშვნა:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვის პირობები: ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა და შიგთავსი: 150 ტაბლეტი შუშის ფლაკონში მუყაოს შეფუთვაში.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია
ევროპაში 2002 წლიდან გასტროკინდი
საქართველოში იყიდება  რეგისტრაციის გარეშე 2012 წლიდან გასტრიკინდი

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალური დარღვევები ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში, თანდართული მუცლის ტკივილით, გულისრევით, პირღებინებით და დიარეით. ეს დარღვევები შეიძლება იყოს განპირობებული კვების შემდეგი ცვლილებებით:

  • გადასვლა ძუძუთი კვებიდან ხელოვნური კვებაზე,
  • მყარი საკვების შემოღება რაციონში (მაგალითად, ხორცი, ხილი, ბოსტნეული),
  • უცნობი საკვების ან სწრაფი კვების პროდუქტების მოხმარება.

1 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე სიმპტომების დროს მიიღება 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არაუმეტეს 6 ტაბლეტის დღეში; სიმპტომების გამომხატველობის შემცირების მერე მიიღება 1 ტაბლეტი 4–ჯერ დღეში.

1 წლიდან – 6 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე სიმპტომების დროს მიიღება 2 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არაუმეტეს 12 ტაბლეტის დღეში; სიმპტომების გამომხატველობის შემცირების მერე მიიღება 2 ტაბლეტი 4–ჯერ დღეში.

ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამის მერე 30 წუთის შემდეგ (ტაბლეტი უნდა გაიწოვოს პირის ღრუში).

ძუძუთა ბავშვების და 3 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია ტაბლეტის გასხნა მცირე რაოდენობის წყალში (1 ჩაის კოვზი).

არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის მიღების დავიწყების შემთხვევაში.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.