დასვი კითხვა

იმუნოკინდი (Immunokind)

ბავშვობის ასაკში იმუნური სისტემის სწორი ფორმირება ჯანმრთელი მომავლის გარანტიაა. იმუნური სისტემა უნდა გავაძლიეროთ და სწორად განვითარებაში დავეხმაროთ. ეს, განსაკუთრებით, ბავშვთა იმუნიტეტს ეხება, რომელიც ჯერ კიდევ მომწიფების სტადიაში იმყოფება. მით უფრო, ნუ დაველოდებით, თუკი სახეზეა იმუნიტეტის დეფიციტის ნიშნები: ბავშვი ხშირად ცივდება, ავადობს ტონზილიტით, ოტიტით, ბრონქიტით, ჰაიმორიტით და, ამასთან, მისი გამოჯანმრთელება ყოველთვის ჭიანურდება. ვერც ის ბავშვები დაიკვეხნიან მტკიცე იმუნიტეტით, რომლებიც ხელოვნურ კვებაზე ნაადრევად გადაიყვანეს ან ცუდი ეკოლოგიის მქონე ტერიტორიებზე ცხოვრობენ. როგორ მოვიქცეთ?

იმუნოკინდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც გულდასმით შერჩეული შემადგენლობის წყალობით ჩვილი და უმცროსი ასაკის ბავშვთა იმუნურ სისტემას ეხმარება, დროულად გადავიდეს მომწიფების აუცილებელ ეტაპზე, აძლიერებს ორგანიზმის დაცვით ძალებს ხშირი რესპირაციული ვირუსული დაავადებების გამომწვევი ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში, განაპირობებს გამოჯანმრთელებას რესპირაციული ვირუსული ინფექციების დროს და სწრაფად გაჯანსაღებას მათი გადატანის შემდეგ.

იმუნოკინდის გამოყენება ნებადართულია დაბადების პირველი დღეებიდან. პრეპარატის მიღების კურსია 1,5-2 თვე.

იმუნოკინდი _ საფუძველი ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვთა იმუნიტეტის ფორმირებისა და განმტკიცებისათვის!

იმუნოკინდი ტაბლეტები №150: მწარმოებელი DHU Arzneimittel GmbH & Co. KG DG (გერმანია), 2012 წლიდან.

*ინფორმაცია მედიცინისა და ფარმაციის სპეციალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

იმუნიტეტის ფორმირებისა და გაძლიერებისათვის ბავშვებში 0-დან 6 წლამდე

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბლეტი (100 მგ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
Calcium carbonicum Hahnemanni D6 20 მგ
Calcium fluoratum D6 20 მგ
Calcium phosphoricum D6 20 მგ
Sulfur jodatum D12 20 მგ
აქტიური ნივთიერებები შეიცავენ ლაქტოზას.

სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება  ათქ კოდი: A12A X

ჩვენებები:
სასუნთქი გზების ხშირი და რეციდიული მწვავე ინფექციურ–ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისთვის და ასევე ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლებისთვის ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები:
გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
ჭამის დროს იმუნოკინდის მიღება რეკომენდებული არ არის. უკეთესია, პრეპარატი მიიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს შვილს რომელიმე შაქრის აუტანლობა აქვს,  ან თუ თქვენს შვილს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აწუხებს, იმუნოკინდის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმარტეთ ექიმს.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრლივი მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი).

დოზირების რეჟიმი და მიღების წესი:
6 წლამდე ასაკის ბავშვები:  1 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში.
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ (ტაბლეტი უნდა გაიწოვოს პირის ღრუში).
ძუძუთა ბავშვების და 3 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია ტაბლეტის გახსნა წყლის მცირე რაოდენობაში (1 ჩაის კოვზი).
არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის მიღების დავიწყების შემთხვევაში.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

გვერდითი ეფექტები:
არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.

შენიშვნა:
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვის პირობები: ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა და შიგთავსი: 150 ტაბლეტი შუშის ფლაკონში მუყაოს შეფუთვაში.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია
ევროპაში 2002 წლიდან იმუნოკინდი
საქართველოში იყიდება რეგისტრაციის გარეშე 2012 წლიდან იმუნოკინდი

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.