ინფლუციდი (Influcid)

სტატისტიკის მიხედვით, მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები და გრიპი ყველაზე გავრცელებული ინფექციებია, რომლითაც კაცობრიობა ავადობს. აღნიშნულ დაავადებათა გამომწვევი ვირუსების უზარმაზარ და სულ უფრო მზარდ ნაირსახეობას თუ გავითვალისწინებთ, აუცილებელია პრეპარატი, რომელიც შეძლებს, მათთან წარმატებულ ბრძოლას.

ინფლუციდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც ანტივირუსული მოქმედებით ხასიათდება არა მარტო გრიპის გამომწვევი ვირუსის, არამედ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების გამომწვევი ვირუსების დიდი ნაწილის მიმართ.

დაავადების დასაწყისიდანვე გამოყენებისას ინფლუციდი განაპირობებს მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციებისა და გრიპის სხვადასხვა გამოვლინების _ თავის ტკივილის, კუნთების ტკივილის, ცხელების, რინიტის, ფარინგიტის სწრაფ გაქრობას. ინფლუციდი ინტერფერონის მძლავრი ბუნებრივი ინდუქტორია, ინტერფერონი კი _ ორგანიზმის დაცვის პირველი ხაზის მნიშვნელოვანი ელემენტი. ინფლუციდის კიდევ ერთი უპირატესობაა გადატანილი დაავადების შემდეგ ასთენიის (სისუსტის, სხეულში ტეხვის შეგრძნების) გამოვლინებათა მნიშვნელოვნად შესუსტების უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების შემდგომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს უფრო სწრაფად დაუბრუნდებით.

ინფლუციდი პრეპარატია, რომელიც არა მარტო აქტიურად ებრძვის ვირუსებს, აქრობს მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციებისა და გრიპის სიმპტომებს, არამედ აძლიერებს იმუნიტეტსა და იცავს ვირუსებისაგან. ამ თვისებათა წყალობით, ინფლუციდის გამოყენება შესაძლებელია მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციებისა და გრიპის როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკისათვის.

ინფლუციდს გამოშვების ორი ფორმა აქვს: ტაბლეტები (მოზრდილებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის). აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.

ინფლუციდი _ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციებისა და გრიპის ექსტრემალური პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის!

ინფლუციდი ტაბლეტები: მწარმოებელი  DHU Arzneimittel GmbH & Co. KG (გერმანია), 2012 წლიდან.

*სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს