კლიმაქტოპლანი (Klimaktoplan N ®)

კლიმაქსი ბუნებრივი ასაკობრივი ჰორმონული ცლილებების შედეგია, რომლებიც აბსოლუტურად ყველა ქალს აღენიშნება. მაგრამ როდესაც მისი გამოვლინებები ძალიან გამოხატულია, შეიძლება არა მარტო ცხოვრების ხარისხი დააქვეითოს, არამედ გახდეს გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, ნერვული, ძვლოვანი და ორგანიზმის სხვა სისტემების მხრივ გართულებათა განვითარების მიზეზი. ჩვენ კლიმაქსის თავიდან აცილება არ შეგვიძლია, მაგრამ შესაძლებელია ჰორმონული ფონის ნორმალიზება, ჩივილების ლიკვიდირება და ამ გზით ჯანმრთელობისათვის არასასურველი შედეგების განვითარების თავიდან აცილება. ამისათვის შეიძლება სპეციალური სამკურნალო საშუალების, კლიმაქტოპლანის გამოყენება.

კლიმაქტოპლანი* გერმანული ბუნებრივი არაჰორმონული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში 4 კომპონენტი შედის. აღნიშნული კომპონენტები ერთმანეთის მოქმედებას ავსებს და აძლიერებს: ციმიციფუგა _ ფიტოესტროგენშემცველი კომპონენტია (ქალის ესტროგენის მსგავსი), ახდენს ჰორმონული ბალანსის ნორმალიზებას და კლიმაქსის ისეთი ძირითადი სიმპტომების ლიკვიდირებას, როგორიცაა `ალები~, სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, ემოციური ლაბილურობა; სანგვინარია _ ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, ხელს უშლის არითმიისა და გულის აჩქარების შეტევათა განვითარებას; სეპია _ ხსნის თავის ტკივილს და გაღიზიანებადობას; იგნაცია _ აქრობს განწყობის ცვალებადობას, არეგულირებს ძილსა და მახსოვრობას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კლიმაქტოპლანი ჰორმონებს არ შეიცავს და ხანგრძლივი გამოყენებისას კარგი ამტანობით ხასიათდება. 70 წელზე მეტია, რაც ევროპელი ქალები პრეპარატ კლიმაქტოპლანს სრულიად ენდობიან. 

კლიმაქტოპლანი _ კლიმაქტერული მოშლილობების არაჰორმონული თერაპიის კლასიკა!

კლიმაქტოპლანი ტაბლეტები: მწარმოებელი DHU Arzneimittel GmbH & Co. KG DHU (გერმანია), 2012 წლიდან.

*სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს

კლიმაქტერული დარღვევების არაჰორმონალური თერაპის კლასიკა

შემადგენლობა აქტიური კომპონენტები:
Cimicifuga  D2 (ციმიციფუგა) _ 25 მგ;
Sepia D2 (სეპია) _ 25 მგ,
Ignatia D3 (იგნაცია) _ 25 მგ,
Sanguinaria D2 (სანგვინარია) _ 25 მგ.

დამხმარე კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება. ათქ კოდი: G03X A03

ჩვენებები გამოყენებისათვის
კლიმაქტერული პერიოდი, რომლის დროსაც წამოხურებები, გაძლიერებული ოფლიანობა, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, ქავილი, ნერვული დაძაბულობა, ძილის დარღვევა აღინიშნება.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედებები
ძალიან იშვიათად შესაძლოა, პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ აუტანლობის რეაქციები გამოვლინდეს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
გამოვლენილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატების მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობას არ გამორიცხავს.

განსაკუთრებული მითითებები
ჰომეოპათიური წამლების მიღებისას შესაძლოა დროებითი პირველადი გაუარესება აღინიშნოს. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

გამოშვების ფორმა
აპკის მქონე ალუმინის ფოლგის ბლისტერზე _ 20 ტაბლეტი.
5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

შენახვის პირობები: ინახება 25° ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
გერმანიაში 1943 კლიმაქტოპლანი
საქართველოში იყიდება  რეგისტრაციის გარეშე 2011 წლიდან კლიმაქტოპლანი

მიიღება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან სადილის მიღებიდან საათნახევრის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს.

თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.

პრეპარატის კარგი მიმღებლობის დროს კლიმაქტოპლანი N-ის მიღება შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.