ტრახისანი (ტაბლეტები) (Trachisan)

თუ ყელს ინფექცია უტევს, მისი დახმარება და დაცვა აუცილებელია. საუკეთესო დაცვა კი თავდასხმაა. ამაში დროთა განმავლობაში გამოცდილი გერმანული პრეპარატი ტრახისანი* დაგვეხმარება.

ტრახისანში*, მის შემადგენლობაში შემავალი სამი კომპონენტის - თიროტრიცინის, ქლორჰექსიდინისა და ლიდოკაინის წყალობით, ყელის ინფექციისა და ტკივილის დროს აუცილებელი, ერთდროულად სამი -ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ერთიანდება.  

თიროტრიცინი -ტოპიკური ანტიბიოტიკი, მხოლოდ (!) ადგილობრივად მოქმედებს, სისხლის მიმოქცევაში არ შეიწოვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტოქსიკურ  მოქმედებას არ იწვევს, ლორწოვან გარსს არ აღიზიანებს, მრავალი სახეობის ბაქტერიასა და სოკოზე ზემოქმედების მიუხედავად, ნაწლავის მიკროფლორაზე არ მოქმედებს; ქლორჰექსიდინი ყველაზე ცნობილი გამოყენებადი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც მოქმედების ფართო სპექტრით ხასიათდება, აძლიერებს თიროტრიცინის ეფექტს და ანთების ჩაქრობას განაპირობებს; ლიდოკაინი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი კომპონენტია, რომელიც ტკივილის სწრაფ მოხსნას უზრუნველყოფს.

დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებზე ეფექტური და ხანგრძლივი ზემოქმედებისათვის აუცილებელია ტრახისანის ტაბლეტების გაწუწვნა (!). ყელის ლორწოვანი გარსიდან წამლის ჩამორეცხვა რომ არ მოხდეს, ტაბლეტების გაწუწვნის შემდეგ რეკომენდებულია, 30 წუთის განმავლობაში სითხის ან საკვების მიღებისაგან თავი შევიკავოთ. ტრახისანს პიტნის სასიამოვნო გემო აქვს, შაქარს არ შეიცავს და მისი მიღება ნებადართულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, მოზრდილებსა და 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის.

ტრახისანი - სასწრაფო დახმარება ყელის ინფექციისა და ტკივილის დროს!                                                                                                                                                        

ტრახისანი ტაბლეტები #20: მწარმოებელი Engelhard Arzneimittel GmbH &Co. KG (გერმანია), # R- 012775. 2009 წლიდან  
ტრახისანი ხსნარი 200მლ: მწარმოებელი Engelhard Arzneimittel GmbH &Co. KG (გერმანია), # R- 012774. 2009 წლიდან  

 *სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს

ყელის ინფექციისა და ტკივილის  წრაფი მაშველი

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს:
თიროტრიცინი 0,5 მგ,
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1 მგ,
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი 1 მგ;

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): სორბიტოლი (E 420), მაგნიუმის სტეარატი, პიტნის ზეთი.

გამოშვების ფორმა: საწუწნი ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის ტკივილის დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. ათქ კოდი: R02A B52.

ჩვენებები
პირის ღრუს და ხახის ანთებითი და ინფექციური დაავადებები, როგორიცაა: სტომატიტი, გინგივიტი, პაროდონტიტი, გლოსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი და ყლაპვის დარღვევის თანხლები სხვა დაავადებები; გამოიყენება პირისა და ხახის ღრუში ქირურგიული ჩარევის წინ ინფექციების პროდილაქტიკისათვის (მაგ.: კბილის ექსტრაქცია, ტონზილექტომია).   

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება დღეისათვის დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები
პრეპარატი არ გამოყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან საჭიროა პრეპარატის დაწუწვნა.
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატების ანალოგიურად, პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
მიიღეთ თითო ტაბლეტი ყოველ 2 საათში, ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს. მოზრდილებში და 12 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისთვის სადღეღამისო დოზა – 8 ტაბლეტი; 4-დან 12 წლამდე ასაკის  ბავშვებში – 6 ტაბლეტი. როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ქრება რამოდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად, რეკომენდებულია თერაპიის გაგრძელება კიდევ 2-3 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის 5 დღის განმავლობაში მიღების შედეგად პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვა: შეინახეთ არა უმეტეს 25 ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვა: შეფუთვაში – 20 ტაბლეტი (ბლისტერში 10 ტაბლეტი).

გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
საქართველოში 2009 წლიდან. ტრახისანი

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ფრუქტოზას აუტანლობის შემთხვევაში. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ზოგადად, ტრახისანს ახასიათებს კარგი ამტანობა. თუმცა, შესაძლებელია გემოს ცვლილება ხანმოკლე დროით, ენის დროებითი დაბუჟება. ხანგრძლივი გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფერი შეიცვალოს კბილებმა, კბილის ბჟენებმა, პროთეზმა ან ენამ და მოყვითალო-მოყავისფროდ შეიფეროს, ამ შემთხვევაში საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა. ეს პრობლემა ავტომატურად ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისთანავე.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.