ცინაბსინი (Cinnabsin®)

სტატისტიკის მიხედვით, სურდო (რინიტი) გაცივების ყველაზე ხშირი სიმპტომია, ჰაიმორიტი კი _ სურდოს ყველაზე ხშირი გართულება. სურდოს რომ გავუმკლავდეთ და გართულებათა განვითარება თავიდან ავიცილოთ, დაგვეხმარება გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატი ცინაბსინი*. 

50 წელზე მეტია, რაც ცინაბსინი სურდოსა და ჰაიმორიტის სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატ ცინაბსინის ძირითადი თავისებურებაა მოქმედების მრავალპროფილურობა, რაც მას სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთებისაგან წარმატებით განასხვავებს. აღნიშნული წვეთები ხომ მხოლოდ ცხვირით სუნთქვას აღადგენს, ისინი გამოყენების დროს სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს და არღვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის გასუფთავების ბუნებრივ მექანიზმს.

ცინაბსინი არა მარტო უსაფრთხოდ აღადგენს ცხვირით სუნთქვას და ხსნის ცხვირისა და დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსის შეშუპებას, არამედ ათხელებს სქელ ლორწოს, აადვილებს მის გამოყოფას, არეგულირებს ცხვირისა და დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსის გაწმენდის ბუნებრივ მექანიზმს.

ცინაბსინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსება ისაა, რომ შეუძლია ორგანიზმის საკუთარი დაცვითი ძალების ამაღლება, რაც გამოჯანმრთელებას აჩქარებს და ქრონიკულ ფორმაში მწვავე პროცესის გადასვლას ეწინააღმდეგება.

ცინაბსინის გამოყენება ნებადართულია 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.ცინაბსისნი – სურდოსა და ჰაიმორიტის დროს!