დისმენორმი (Dysmenorm®)

დისმენორმი* სპეციალურადაა შექმნილი მენსტრუალური ციკლის დარღვევებისა და მასტოპათიის სამკურნალოდ. იგი არეგულირებს მენსტრუალური სისხლდენების რიტმს, ინტენსივობასა და ხანგრძლივობას, ახდენს სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობის ლიკვიდაციას, ამცირებს პრემენსტუალური სინდრომის სიმპტომების გამოვლინებებსაც.

დისმენორმი შეიცავს 4 კომპონენტს: A Agnus castus (აბრაამის ხე) _ დისმენორმის მთავარ კომპონენტს, რომელიც სასარგებლოა პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების, მცირესისხლიანი მენსტრუაციების, მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზის ჰორმონული უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობის დროს; Pulsatilla (მედგარა) ხსნის პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომებს: თავის ტკივილს, გაღიზიანებადობას, გულჩვილობას, სარძევე ჯირკვლებისა და მუცლის ქვედა ნაწილის მტკივნეულობას, სახის, წვივების, ხელის თითების შეშუპებას, გამონაყარს სახის კანზე; Rosmarinus officinalis (სამკურნალო როზმარინი) ხსნის თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს, განაპირობებს მენსტრუაციის დადგომას და, რადგან მას სპაზმოლიზური და ნაღვლმდენი ეფექტებიც ახასიათებს, ნივთიერებათა ცვლასა და ღვიძლის მუშაობასაც აუმჯობესებს; A Apis mellifica (მეთაფლია ფუტკარი) აღადგენს არარეგულარულ მენსტრუაციებს, ეხმარება ხანგრძლივი სისხლდენებისას და განაპირობებს ციკლის ნორმალიზებას ანთების დროს,

დისმენორმი რეკომენდებულია მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის გოგონებისათვის.Mმას კარგი მიმღებლობა ახასიათებს ხანგრძლივი გამოყენებისას, აღადგენს ჰორმონულ ფონს როგორც მენსტრუალური ციკლის დარღვევის, ასევე პრემენსტრუალური სინდრომის დროს. 50 წელზე მეტია, რაც ევროპელი ქალები დისმენორმისადმი ნდობას გამოხატავენ.