ენტეროკინდი (Enterokind®)

ენტეროკინდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც გამოიყენება `ნაწლავთა კოლიკის~, შებერილობისა და მეტეორიზმის, ნაწლავთა ფუნქციური დარღვევების მოსახსნელად, რომელთაც ჩვილი და უმცროსი ასაკის ბავშვებში მუცლის ტკივილი ახლავს.სიცოცხლის პირველის სამი თვის მანძილზე ბავშვთა ტირილის ყველაზე ხშირი მიზეზი `ნაწლავთა კოლიკაა~. კოლიკა წარმოადგენს მუცლის არეში შეტევითი ხასიათის ტკივილს, რომელსაც ბავშვის გამოხატული შფოთვა ახლავს. ჩვილი ტირის, ფეხებს იქნევს, რასაც მშობლები, რასაკვირველია, გულგრილად ვერ ხვდებიან. ჩვილებში `ნაწლავთა კოლიკის~ ძირითადი მიზეზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმწიფრობაა, რაც ნაწლავის მოძრაობითი აქტივობის დისკოორდინაციით, ფერმენტული უკმარისობით და, შედეგად, დუღილის პროცესების აქტივაციით, გაზთა  და ნაწლავების შებერილობით ვლინდება.ენტეროკინდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც გამოიყენება `ნაწლავთა კოლიკის~, შებერილობისა და მეტეორიზმის, ნაწლავთა ფუნქციური დარღვევების მოსახსნელად, რომელთაც ჩვილი და უმცროსი ასაკის ბავშვებში მუცლის ტკივილი ახლავს.

ენტეროკინდის უპირატესობაა  მრავალპროფილური მოქმედება. ენტეროკინდმა შესაძლოა შეამციროს ტკივილი პრაქტიკულად ნებისმიერი წარმოშობის (სპაზმი, გაზთა გაძლიერებული წარმოქმნა) კოლიკების დროს, რადგან ზემოქმედებას ახდენს არა მარტო სიმპტომებზე, არამედ მათი წარმოშობის მიზეზებზეც (და, რაც მთავარია, განაპირობებს პერისტალტიკის სინქრონიზაციას, ასაკის შესაბამისად არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას). ამაშია პრეპარატის უნიკალურობა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ენტეროკინდი სიმეთიკონთან შედარებით ორჯერ უფრო ეფექტურია. ენტეროკინდი კარგი მიმღებლობით ხასიათდება და  მისი გამოყენება ნებადართულია ბავშვებში დაბადების პირველივე დღიდან. პრეპარატით მკურნალობის კურსია  2-3  კვირა. 

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.