გასტროკინდი (Gastrokind)

ბავშვებში კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები პრაქტიკულად იმავე სიხშირით გვხვდება, როგორც რესპირაციული დაავადებები. ასეთი დარღვევებისადმი განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან მცირე ასაკის ბავშვები, რომელთა საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბებისა დასრულების პროცესშია, რაც განპირობებულია ფერმენტების ნაკლებობით, ნაწლავის კედლების შეკუმშვის დაბალი უნარით, ნაწლავთა ფლორის არასრული ზრდით. ამიტომ არასწორი კვების, გადაჭარბებული კვების, ძუძუთი კვებიდან ხელოვნურ კვებაზე გადასვლის, ჩვილებში დამატებითი კვების ჩართვის დროს შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი ან, პირიქით, ყაბზობა. როგორ დავეხმაროთ პატარებს ამდენ სიმპტომთან ბრძოლაში? სპეციალისტები ბუნებრივ ფუძეზე დამზადებული კომპლექსური პრეპარატების, მაგალითად, გასტროკინდის გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან.

გასტროკინდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელსაც შეუძლია დახმარების გაწევა 1 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვაგვარი დარღვევების დროს. შემადგენლობის წყალობით გასტროკინდი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსსა და პერისტალტიკას, ხასიათდება სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით, განაპირობებს გულისრევის, ღებინების, მუცლის ტკივილის, დიარეის ან, პირიქით, ყაბზობის მოხსნას. პრეპარატი კარგი მიმღებლობით გამოირჩევა და მისი გამოყენება ნებადართულია 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. საბავშვო გასტროკინდს გამოყენების წინ ხსნიან ერთ ჩაის კოვზ წყალში. პრეპარატით მკურნალობის კურსია 3-6 დღე.

გასტროკინდი _ პრეპარატი 1-და 6 წლამდე ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების სასტარტო თერაპიისათვის!

გასტროკინდი ტაბლეტები №150: მწარმოებელი DHU Arzneimittel GmbH & Co. KG KG (გერმანია), 2012 წლიდან.

*ინფორმაცია მედიცინისა და ფარმაციის სპეციალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად.  დანიშვნის წინ გაეცანით ინსტრუქციას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.