Umckalor

გაციების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე, როგორიცაა: სურდო, ყელის ტკივილი, ხველა, კუნთების ტკივილი, აუცილებელი ვებრძოლოთ გამომწვევს, რომელმაც ეს სიმპტომები გამოიწვია. რადგან გაციების მიზეზი 90%-ში ვირუსებია, ხოლო 10%-ში ბაქტერიები, დაავადების საწყის ეტაპზე საჭიროა მედიკამენტი, რომელსაც გააჩნია როგორც ანტივირუსული, ასევე ანტიბაქტერიული მოქმედება. გარდა ამისა გაციების თან ახლავს ანთებითი პროცესი, რომელიც ასუსტებს ორგანიზმს, ამიტომაც საჭიროა ჩავაცხროთ ანთება და გავაძლიროთ იმუნური სისტემა.

უმკალორს  – გერმანულ მცენარეულ პრეპარატს,  მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტის Pelargonium sidoides წყალობით გააჩნია ოთხი მოქმედება: ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორული.
უმკალორს გააჩნია ეტიოპატოგენეზური მოქმედება და შესაბამისად წარმოადგენს  ზემო სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული  ინფექციების საბაზისო სამკურნალო საშუალებას.

განსაკუთრებით ეფექტურია უმკალორით მკურნალობა გაციების საწყის ეტაზე, რადგან თავისი მოქმედების წყალობით იგი ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს დაავადების პირველივე დღეებისად და ხელს უშლის მათ უჯრედებში მოხვედრას, არ აძლევს გამრავლების საშუალებას, აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს, ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას და ხელს უშლის გართულებების წარმოქმოქმნას.

უმკალორი გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს: ბრონქიტი, სინუსიტი, რინოფარინგიტი ტონზილიტი მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლიდან. გაციების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.  უმკალორის მიღებით გაციების პირველივე დღეებიდან თქვენ დააჩქარებთ გამოჯანმრთელების პროცესს და თავიდან აიცილებთ გართულებებს.