ინფლუციდი (Influcid)

სტატისტიკის მიხედვით, მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები და გრიპი ყველაზე გავრცელებული ინფექციებია, რომლითაც კაცობრიობა ავადობს. აღნიშნულ დაავადებათა გამომწვევი ვირუსების უზარმაზარ და სულ უფრო მზარდ ნაირსახეობას თუ გავითვალისწინებთ, აუცილებელია პრეპარატი, რომელიც შეძლებს, მათთან წარმატებულ ბრძოლას.

ინფლუციდი* გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატია, რომელიც ანტივირუსული მოქმედებით ხასიათდება არა მარტო გრიპის გამომწვევი ვირუსის, არამედ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების გამომწვევი ვირუსების დიდი ნაწილის მიმართ.

დაავადების დასაწყისიდანვე გამოყენებისას ინფლუციდი განაპირობებს მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციებისა და გრიპის სხვადასხვა გამოვლინების _ თავის ტკივილის, კუნთების ტკივილის, ცხელების, რინიტის, ფარინგიტის სწრაფ გაქრობას. ინფლუციდი ინტერფერონის მძლავრი ბუნებრივი ინდუქტორია, ინტერფერონი კი _ ორგანიზმის დაცვის პირველი ხაზის მნიშვნელოვანი ელემენტი. ინფლუციდის კიდევ ერთი უპირატესობაა გადატანილი დაავადების შემდეგ ასთენიის (სისუსტის, სხეულში ტეხვის შეგრძნების) გამოვლინებათა მნიშვნელოვნად შესუსტების უნარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების შემდგომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს უფრო სწრაფად დაუბრუნდებით.

ინფლუციდი პრეპარატია, რომელიც არა მარტო აქტიურად ებრძვის ვირუსებს, აქრობს მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციებისა და გრიპის სიმპტომებს, არამედ აძლიერებს იმუნიტეტსა და იცავს ვირუსებისაგან. ამ თვისებათა წყალობით, ინფლუციდის გამოყენება შესაძლებელია მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციებისა და გრიპის როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკისათვის.

ინფლუციდს გამოშვების ორი ფორმა აქვს: ტაბლეტები (მოზრდილებისა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის). აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ.

ინფლუციდი _ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციებისა და გრიპის ექსტრემალური პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის!

ინფლუციდი ტაბლეტები: მწარმოებელი  DHU Arzneimittel GmbH & Co. KG (გერმანია), 2012 წლიდან.

*სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს

 

გრიპისა და მვრდ-ების მკურნალობა და პროფილაქტიკა. ინტერფერონის ბუნებრივი ინდუქტორი

შემადგენლობა
Aconitum  (ტილჭირი, აკონიტუმი) trit . D3 25 მგ,
Bryonia (ლეშურა)trit.. D2 25 მგ,
Eupatorium perfoliatum  (ვარდკანაფა)trit . D3 21 მგ,
Gelsemium (მარადმწვანე გელზემიუმი) trit . D3 25 მგ,
Ipecacuana (იპეკაკუანა, ოქროს-ძირა) trit.. D3 25 მგ,
Phosphorus  (ფოსფორი) trit..D5 25 მგ;

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება ათქ კოდი: R05X.

ჩვენებები
მიიღება გრიპისა და სხვა მწავვე რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.

დოზირების რეჟიმი და მიღების გზები
სხვა მითითებათა არარსებობისას ინფლუციდი შემდეგნაირად მიიღება:
მწვავე მდგომარეობების დროს: 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი), მდგომარეობის გაუმჯობესებამდე; შემდგომში _ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ საათში (არაუმეტეს 12 ტაბლეტი დღეში), გაუმჯობესების დადგომამდე; შემდგომში _ 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, სრულ გამოჯანმრთელებამდე.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ინფექციების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში კი _ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
სხეულის მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების ან 39⁰t-ზე მეტად მისი მატების, სიმპტომატიკის შენარჩუნების ან მათი გაურკვეველი ხასიათის, ასევე ახალი სიმპტომების გამოვლინების დროს საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიაკითხოთ, რადგან შესაძლოა კონკრეტული შემთხვევა ისეთი დაავადებით იყოს გამოწვეული, როდესაც სამედიცინო დახმარების გაწევაა აუცილებელი.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიხსნას. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის წყალში ტაბლეტების წინასწარი გახსნა.

შეფუთვა და შიგთავსი
შეფუთვაშია 60 ტაბლეტი (ბლისტერზე _ 20 ტაბლეტი)

შენახვა: ორიგინალური შეფუთვა ინახება 15-დან 25⁰ჩ ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი ნაჩვენებია შეფუთვასა და ეტიკეტზე.
ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

გაცემის კატეგორია:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
გერმანიაში 1928 წლიდან ნიზილენი
საქართველოში იყიდება რეგისტრაციის გარეშე 2011წლიდან ინფლუციდი

გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.

ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისათვის უსაფრთხოა. იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ხორბალზე ალერგია აღენიშნება (რაც ცელიაკიისაგან განსხვავდება), პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

თუ თქვენთვის ცნობილია გარკვეული შაქრების მიმართ აუტანლობა, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.

ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ინფლუციდის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

1 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისათვის ინფლუციდის გამოყენება მხოლოდ ექიმის წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

იშვიათად ვლინდება ჰიპერმგრძნობელობის ისეთი რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი ან კუჭის მხრივ დარღვევები.

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.