“Alpen Pharma AG”- სტაბილური, სოციალურ-პასუხისმგებელი და ეთიკური კომპანიაა, რომელიც აწვდის საზოგადოებას მკურნალობისა და პროფილაქტიკის ინოვაციურ მეთოდებს.
ჩვენი კომპანიის მიმართულებაა ხელი შეუწყოს ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი პლანეტის მრავალი მილიონი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
კომპანია “Alpen Pharma AG” დიდ ყურადღებას უთმობს სამედიცინო და სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, პრაქტიკოს ექიმებს, ფარმაცევტებსა და ფარმაცევტული პროდუქტების მომხმარებლებს, აქტიურად უჭერს მხარს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებსა და სემინარებს, უზრუნველყოფს რა გამოცდილების გაზიარებას, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებს ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
კომპანია “Alpen Pharma AG” წარმოადგენს მრავალი სამედიცინო-სოციალური პროგრამის ინიციატორსა და განმხორციელებელს, რომელიც მიმართულია მრავალი მილიონი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებასათვის:
„ ბავშვების ჯანმრთელობა- ერის ჯანმრთელობა“, „ ცხოვრება შრამების გარეშე“, „ მე ვარ განსაკუთრებული“ და სხვა.
ჩვენი ღირებულებები
ყოველი ადამიანის პრიორიტეტს, რომელიც მოღვაწეობს ფარმაცევტულ სფეროში საბოლოო ჯამში წარმოადგენს პაციენტი. ამიტომაც ჩვენი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა მედიკამენტების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე გვეხმარება ხარისხიანი პროდუქციით მოვამარაგოთ ყველა, ეს კი ადამიანს აჯანმრთელებს და მსოფლიოს უკეთესს ხდის.
ჩვენ მივისწრაფვით გავამართლოთ და დავაკმაყოფილოდ “Alpen Pharma AG”- ს ყოველი კლიენტის მოთხოვნილება: პაციენტი, ექიმი, ფარმაცევტი – ისინი წარმოადგენენ ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობას.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი პრეპარატები, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალწლიანი წარმატებული მოხმარებით მსოფლიოს ათობით ქვეყანაში, განსაზღვრავს ჩვენს მთავარ ღირებულებას – საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობას.