კომპანია “Alpen Pharma AG“ დაარსდა შვეიცარიაში 1997 წელს. ამჟამად იგი აერთიანებს ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელ, საპრომოციო და სადისტრიბუციო კომპანიებს.
დღეისათვის კომპანია “Alpen Pharma AG“ დინამიურად ვითარდება და წარმატებით მოღვაწეობს აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში. კომპანია ცდილობს მისაწვდომი გახადოს თანამედროვე თერაპიული მიღწევები და წარმოადგენს ცნობილი ევროპული ქარხნების პრეპარატებს. “Alpen Pharma AG“ი-ს თანამშრომლების პროფესიონალიზმი და პარტნიორების უბადლო რეპუტაცია უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს პაციენტების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და აღწევს ახალ სიმაღლეებს ბიზნესში.
კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს კლინიკური კვლევების ორგანიზება და ჩატარება საერთაშორისო GCP-ის სტანდარტით.