სოლიდაგორენი (Solidagoren)

 ხშირად შარდგამომყოფი  სისტემის ანთებას ხალხი შარდის ბუშტის ანთებას უწოდებენ.   მკურნალობის გარეშე  შეიძლება მართლაც განვითარდეს  შარდის ბუშტის ანთება და ინფექცია გავრცელდეს  თირკმელებამდეც. მამაკაცებში ცისტიტი წარმოადგენს იშვიათობას, ხშირად ავადდებიან ქალები 20-დან 35 წლამდე და 50 წლის შემდეგ. რით არის ეს გამოწვეული და როგორ შეგვიძლია მისგან თავის დაცვა?

იმუნური სისტემის დაქვეითება: შორისის მიდამოსა  და ქვედა კიდურების გადაციებამ შეიძლება სწრაფად გამოწვიოს შარდის ბუშტის ანთება. არსებობს ე.წ. რეფლექსური რეაქცია, მაგალითად, თუ გაცივდა ქვედა კიდურები, ამ დროს ცივდება ლორწოვანი გარსიც, უარესდება სისხლისმიმოქცევა და იქმნება ხელსაყრელი გარემო ინფექციის შეჭრისათვის.

თვითდაინფიცირება:  შარდის ბუშტის ანთების ყველაზე ხშირი გამომწვევი  ბაქტერია E.coli-ია, რომელიც სწორ ნაწლავში ბინადრობს, იგი უკანა ტანიდან ხვდება შარდამომყოფ სისტემაში და შემდეგ ადვილად გადაინაცვლებს ზემოთ. ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა თავი დავიცვათ დაინფიცირებისაგან არის ყოველდღიური ჰიგიენური ღონისძიებების გატარება.

სქესობრივი აქტი: პროფესიულ ენაზე მას  პოსტდეფლორაციულ ანუ „თაფლობის თვის“ ცისტიტს  უწოდებენ. ქალების ურეთრა მოკლეა, ამიტომ მექანიკური გზით მისი დაინფიცირება მარტივად ხდება.

გარდამავალი ასაკი: ესტროგენების გამოყოფის შემცირებისთან ერთად ხდება ლორწოვანი გარსის გამოშრობა. შედეგად შეიძლება უფრო მარტივად მოხდეს შარდის ბუშტის დაინფიცირება.

ასეთ სიტუაციში თქვენ სოლიდაგორენი დაგეხმარებათ. სოლიდაგორენი ახდენს სამმაგ მოქმედებას შარდაგამომყოფი სისტემის ანთებითი დაავადებების დროს: ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმის მომხსნელ და შარდის გამოყოფისას ტკივილის შემსუბუქებას. სოლიდაგორენი შეიცავს მცენარეების ექსტრაქტებს : ოქროწკეპლას, ბატის მარწყვ-ბალახასა და შვიტას. სოლიდაგორენი გამორეცხავს შარდგამომყოფ გზებს და შედეგად  იწვევს ბაქტერიებისა და ნალექის გამოდევნას თირკმელებიდან.

სოლიდაგორენი- შარდვისას ჩხვლეტისა და წვის პირველივე შეგრძნების დროს!

სოლიდაგორენი წვეთები 20 მლ, 50 მლ, 100 მლ; მწარმოებელი Dr. G. Klein GmbH & Co. KG (germania), # R -012982, 011604, 011605. 2013-დან.

* სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა
წვეთების 10 მლ (=9,5 გ) შეიცავს ოქროწკეპლას ბალახის (შოლიდაგინის ჰერბა), ბატის მარწყვა-ბალახის (Aნსერინაე ჰერბა), შვიტას ბალახის (Eქუისეტი Hერბა) (4,2 : 1,4 : 1) ნარევის თხევადი ექსტრაქტის (1 : 1,5 - 2,1) 7,9 მლ-ს, ექსტრაგენტი: ეთანოლი 50%

დამხმარე ნივთიერებები: გაწმენდილი წყალი, ეთანოლი 96%.

გამოშვების ფორმა
ორალური წვეთები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
უროლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები

ჩვენება
ძირითადი (საბაზისო) თერაპია, და ასევე კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით შარდის ბუშტის (ცისტიტი) და თირკმელების (პიელონეფრიტი) მწვავე და ქრონიკული ინფექციების დროს.
კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა, მათ შორის მათი მოშორების შემდეგ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის.
პრეპარატში ალკოჰოლის არსებობის გამო, მან შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
სოლიდაგორენის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია იმ სემთხვევაში, თუ სავარაუდო სარგებელი დედისათვის, ნაყოფის/ბავშვის მიმართ პოტენციურ რისკზე მაღალია.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის და სპეციალურ მოწყობილობასთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს რეკომენდებული დოზების მიღების შემთხვევაში

ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
მოზრდილებში და 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებში:
სოლიდაგორენის 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში. 30 წვეთი 1,4 მლ.-ს შეესაბამება.
სოლიდაგორენი მიიღება საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ 3 თვე.
არ გამოიყენოთ სოლიდაგორენი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვა
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°ჩ  ტემპერატურაზე.
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აღნიშნული პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 3 წელს.
შენახვის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ - 3 თვე.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა და შიგთავსი
წვეთები ორალური. წვეთების 20 მლ, 50 მლ და 100 მლ ფლაკონში საწვეთურით და პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით. 1 ფლაკონს ფურცელ-ჩანართთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

გაცემის ფორმა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
საქართველოში 2014 წლიდან სოლიდაგორენი

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენოთ პრეპარატი სოლიდაგორენი ასტრას (Aსტერაცეაე) ოჯახის მცენარეებზე ალერგიის შემთხვევაში, ვინაიდან აღნიშნული ოჯახის მცენარეები გამოიყენება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მცენარეული ექსტარქტის წარმოებისას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი გულის უკმარისობით ან თირკმლის უკმარისობით გამოწვეული შეშუპების დიურეზული თერაპიის მიზნით. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ხანდაზმულ პაციემტებში გამოყენებისას.

შარდში სისხლის არსებობისას, სხეულის მაღალი ტემპერატურის ან სიმპტომატიკის 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შენარჩუნების შემთხვევაში, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს სპირტის 45^%. რეკომენდებული დოზის დაცვის შემთხვევაში, ორგანიზმში ხვდება ალკოჰოლის 0,6 გ 30 წვეთის ყოველ მიღებაზე. 

ძალზე იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ალერგიული რეაქციები.
გამოვლინების სიხშირე უცნობია:  მსუბუქი დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში (მაგალითად, გამონაყარი), პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.