საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით 2017წ 15 ოქტომბერს ქ. ბორჯომში გაიმართა გასვლითი კონფერენცია“ ფიტოპრეპარატების გამოყენების გამოცდილება“.
მოხსენებით წარსდა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თემით:” ხშირი დიაგნოზები ალერგოლოგისა და ოტორინოლარინგოლოგის პრაქტიკაში, ფიტოპრეპარატების ადგილი”. სპიკერმა გააშუქა მეტად გავრცელებული პათოლოგიები, რომლებიც ხშირია ოტორინოლარინგოლოგის პრაქტიკაში, ასევე აუდიტორიას გააცნო საკუთარი გამოცდილება ფიტოპრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით მსგავს დაავადებებში.