საქართველოში Alpen Pharma AG – ის წარმომადგენლობამ 2017წ 31 ოქტომბერს ქ.თელავში გამართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „რინოსინუსიტების მკურნალობა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ექიმმა. (ოჯახის ექიმები, პედიატრეი და ოტორინოლარინგოლოგები).
2 მოხსენებით კონფერენციაზე წარსდგა: ივანე ჩხაიძე მედიცინის დოქტორი, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი,მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.
თემებით:
1. „პედიატრიული რინოსინუსიტის მართვის ეროვნული გაიდლაინი – ახალი პერსპექტივები“
2. „2016 წ კვლევები პროსპანის ირგვლივ”.