მოხარულნი ვართ, რომ თქვენ დაინტერესდით და შეიტანეთ განაცხადი ვაკანსიაზე ჩვენს კომპანიაში. ქვემოთ მოყვანილია ინფორმაცია თქვენი პირადი/პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით.
მონაცემთა კონტროლიორი/შემმოწმებელი
საკანონმდებლო თვალსაზრისით, მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელია კომპანია: საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი. უფრო ვრცელ ინფორმაციას ჩვენი კომპანიის შესახებ, ინფორმაციას უფლებამოსილი პირების შესახებ, ასევე სხვა საკონტაქტო მონაცემებს, თქვენ იპოვით ნაწილში «Contacts» ჩვენს საიტზე/ვებ-გვერდზე: www.alpenpharma.ge
დამუშავებას დაქვემდებარებული მონაცემები. პერსონალური/პირადი მონაცემების დამუშავების მიზანი
ჩვენ ვახდენთ თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემების დამუშავებას, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს განაცხადთან ვაკანსიაზე, ამ თანამდებობისთვის თქვენი პროფესიული მომზადების (ან, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს კომპანიაში სხვა ღია პოზიციებისთვის) შესამოწმებლად და თავისუფალ ვაკანსიაზე განცხადების წარდგენისას რუტინული პროცედურის ჩასატარებლად.
საკანონმდებლო ბაზა
სამართლებრივი თვალსაზრისით თქვენი პირადი/პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად თავისუფალ ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის/შეტანის პროცესში ჩვენ ვეყრდნობით მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (DSGVO / GDPR) მე -6 მუხლის 1-ლ აბზაცს. ამ დებულებით დაშვებულია მონაცემთა დამუშავება, თუ ეს საჭიროა ხელშეკრულების დასადებად. თუ მონაცემთა დამუშავების მოთხოვნილება წარმოიქმნება განაცხადის დამუშავების პროცესის დასრულების შემდეგ, მაგალითად, სასამართლო განხილვისთვის, მონაცემთა დამუშავება ეფუძნება მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის მე -6 მუხლის დებულებებს (DSGVO / GDPR), კერძოდ, კანონირი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (DSGVO / GDPR) მე -6 მუხლის 1-ლი აბზაცის f) ქვეპუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მიზნის სახით საუბარია პრეტენზიის წარდგენის ან დამცავი მოქმედებების შესახებ პრეტენზიების წარდგენისას.
მონაცემთა შენახვის ვადა
უარის შემთხვევაში, განმცხადებელ-კანდიდატების მონაცემები იქნება წაშლილი 6 თვის შემდეგ. თუ განაცხადის წარდგენის/შეტანის პროცესის ფარგლებში თქვენთან დადებულია ხელშეკრულება, თქვენი მონაცემები თავისუფალი ვაკანსიების მონაცემთა სისტემიდან იქნება გადატანილი ჩვენს პერსონალის საინფორმაციო სისტემაში.
მონაცემების გადაცემა
ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღების შემდეგ, მონაცემები იქნება განხილული კადრების განყოფილების მიერ. შესაბამისი განცხადებები შემდეგ იგზავნება კომპანიის შიგნით პირთან, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამის ღია პოზიციაზე. შემდეგ განისაზღვრება შემდგომი მოქმედებები. თქვენი მონაცემები ხელმისაწვდომია პრინციპიალურად მხოლოდ იმ პირთათვის, ვისთვისაც ეს საჭიროა ვაკანსიაზე განაცხადის დამუშავების პროცესის სათანადოდ ჩასატარებლად.
მონაცემების დამუშავების ადგილი
მონაცემების დამუშავება ხდება გამომთვლელ ცენტრში შვეიცარიაში. ჩვენს კომპანიას აქვს დადებული მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულება კომპიუტერის გამომთვლელი ცენტრის ადმინისტრატორთან, რომელიც რთავს ნებას დამუშავდეს ვრცელი მონაცემები. ევროკავშირის კომისიის გადაწყვეტილებით, შვეიცარიას გააჩნია მონაცემთა დაცვის დონე, რომელიც პასუხობს/შეესაბამება მოთხოვნებს.
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პირადი/პერსონალური მონაცემების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ. ამ ინფორმაციის შესახებ მოთხოვნის მიღებისას, არა წერილობითი ფორმით, არამედ პირადად თქვენ მოგეთხოვებათ იმის დამტკიცება, რომ თქვენ ხართ უშუალოდ ის პირი, რომელზეც თქვენ აცხადებთ, რომ თქვენ ხართ, ვიმედოვნებთ გაგვიგებთ. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოახდინოთ კორექტირება, შეწყვიტოთ ან შეზღუდოთ დამუშავება იმ ზომით, რა ზომითაც თქვენ გაგაჩნიათ ამაზე იურიდიული უფლება. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ უფლება, გააპროტესტოთ დამუშავება კანონმდებლობის მოთხოვნების ფარგლებში. იგივე ეხება მონაცემების გადაცემის უფლებას.
გასაჩივრების უფლება
თქვენ გაქვთ უფლება ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ შეიტანოთ საჩივარი მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ორგანოში ჩვენს მიერ პერსონალურ/პირად მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშრებით.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: career.ge@alpenpharma.com მისამართზე რეზიუმეს გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ ყველა მითითებული პირადი/პერსონალური მონაცემების აქტუალურობას და იძლებით თანხმობას მათ დამუშავებაზე.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვები პირადი მონაცემების დაცვის შესახებ, დაგვიკავშირდით ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:
ელ.ფოსტა: data.protection@alpenpharma.com