პრეს-ცენტრი

ინტერდისციპლინარული საკითხები ზედა სასუნთქი გზების მკურნალობაში პედიატრიულ და ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში

06.07.2016

2016 წლის 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ქ. ინსბრუკში გაიმართა XII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ინტერდისციპლინარული საკითხები  ზედა სასუნთქი გზების მკურნალობაში პედიატრიულ და ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში“ . კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მედიცინის სფეროს წამყვანმა სპეციალისტებმა ყაზახეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან და გერმანიიდან. მოხსენებებში ყურადღება გამახვილდა   ზედა სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობის მეთოდებზე და შემუშავდა რეკომენდაციები  მათ პრაქტიკაში დასანერგად.