2019წ 19 მაისს, დაბა წყნეთში, საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე ასპექტები“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ასმა ოჯახის ექიმმა. მათ ჰქონდათ საშუალება მოესმინათ მმდ, პროფესორ, თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა კათედრის, გასტროენტეროლოგ თამარ მეგრელიშვილის მოხსენება თემაზე:“ გასტროინტერსტინალური ტრაქტის დაავადებები და თანამედროვე მენეჯმენტი“. მოხსენების ფარგლებში მან ისაუბრა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებზე და მათ მკურნალობაზე ნატურალური პრეპარატით – გასტრიტოლი. მოხსენებამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მონაწილეთა მხრიდან დაისვა ბევრი შეკითხვა.
კონფერენციის ყველა მონაწილემ მიიღო საჭირო ინფორმაცია გასტროინტერსტინალური ტრაქტის დაავადებებსა და მის მკურნალობაში გასტრიტოლის გამოყენების შესახებ.