საქართველოში Alpen Pharma AG–ისწარმომადგენლობამ 2017 წ 9 თებერვალს გამართა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე : “მწვავე რესპირაციული ინფექციების მართვა – მტკიცებითი მედიცინის თანამედროვე ასპექტები” და წარადგინა ახალი მედიკამენტი უმკალორი. კონფერენციის თავმჯდომარე –ივანე ჩხაიძე – თბილისი, საქართველო
მედიცინის დოქტორი, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.
მოხსენებებით წარსდგნენ:
1.ანდრეას შაპოვალი – გრიზონი, შვეიცარია
მედიცინის დოქტორი, ჰეიდელბერგის უნივერსიტეტი, გერმანია, პროფესორი, ჰანოვერის სამედიცინო კოლეჯი, გერმანია; საპატიო დოქტორი, ეკერდის კოლეჯი, ფლორიდა, აშშ თემით: “ფიტობიოტიკი უმკალორი – მწვავე რესპირაციული ინფექციების და ბრონქიტის მართვა მტკიცებითი მედიცინის თვალსაზრისით“.
2.ელენე კოლოსკოვა – ოდესა, უკრაინა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციური კათედრის გამგე თემით :”ეფექტური და უსაფრთხო კობინაციები სინუსიტისა და ტონზილოფარინგიტის მართვის სქემებში“.
3. მაია ხერხეულიძე – თბილისი, საქართველო მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო თემით:”მწვავე ბრონქიტი. ახალი იარაღი ძველი დაავადების წინააღმდეგ“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 300 პრაქტიკოსი ექიმი და გადაეცათ სერთიფიკატები.