საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობამ 12 ოქტომბერს ქ. თბილისში,14 ოქტომბერს ქ. ბორჯომში, 19 ნოემბერს ქ.თელავში და 26 ნოემბერს ქ. ბათუმში გამართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. მოხსენებებით წარსდგნენ:
1. მედიცინის დოქტორი, ნიუჰოსპიტალსის ოტოლარინგოლოგიური დეპარატმენტის ხელმძღვანელი გიორგი გოგნიაშვილი და მედიცინის დოქტორი, ოტორინოლარინგოლოგიის და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამეცნიერო ცენტრი – ხუჯაძის კლინიკის ხელმძღვანელი მიხეილ ხუჯაძე თემით: “ტონზილოფარინგიტი და რინოსინუსიტი – მკურნალობის pros and cons (დადებითი და უარყოფითი მხარეები) “.
2. პროფესორი, თსსუ პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მ. იაშვილის სახელობის საქართველოს ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის თავმჯდომარე ივანე ჩხაიძე თემით: “ოთხთავიანი რესპირაციული დევი და სუპერგმირი მედიკამენტები: ვინ მოიგებს ომს “.