გთხოვთ, შეიყვანოთ რამდენიმე სიტყვა.
პრაქტიკული რეკომენდაციები თერაპევტთათვის
2019წ 21 სექტემბერს, ქ. თბილისში საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „პრაქტიკული რეკომენდაციები თერაპევტთათვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ასამდე ოჯახის ექიმმა. მათ წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ:
- თამარ მეგრელიშვილი, პროფესორი, მმდ, თსსუ ინფექციური დაავადებების კათედრა. მოხსენებით: „ გასტრიტი თუ ფუნქციონალური დისპეპსია“. მოხსენების ფარგლებში მან განიხილა ორი პრაქტიკული შემთხვევა და ისაუბრა ნატურალურ კომპონენტებზე დაფუძნებული მედიკამენტის გასტრიტოლის მკურნალობის უპირატესობებზე. მოხსენებამ გამოიწვია დიდი გამოხმაურება და დაისვა კითხვები მონაწილეთა მხრიდან.
- ალექსანდრე ხელაია, უროლოგი, მმდ, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ქალთა სექციის ხელმძღვანელი. მოხსენებით: „ გაურთულებელი საშარდე გზების ინფექცია და ფუნქციონალური დიზურია – ოჯახის ექიმის ტაქტიკა“. მომხსენებელმა ისაუბრა სოლიდაგორენის გამოყენების პრაქტიკაზე ფუნქციონალური დიზურიის დროს, და მის უპირატესობებზე, როგორც ფიტოუროსეპტიკზე, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების დროს.
- იოსებ ბურდულაძე, ნევროლოგი, მმდ, თემით:“ ფიზიკური და გონებრივი წონასწორობის მიღწევა“. მომხსენებელმა ისაუბრა ვიტანგოსა და ტებოკანის გამოყენებაზე და მათ დადებით გავლენაზე აღადგინოს გონებრივი და ფიზიკური წონასწორობა.
კონფერენციის ყველა მონაწილემ მიიღო ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია.