ა/წ 27 ნოემბერს Alpen Pharma Georgia-მ ორგანიზება გაუწია საერთაშორისო კონფერენციას მეან-გინეკოლოგების, რეპროდუქტოლოგებისათვის და ოჯახის ექიმებისათვის.
კონფერენცია იყო ჰიბრიდული და მასში მონაწილეობდა ქვეყნები: ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი.
მოხსენებით წარსდგნენ:
პროფესორი, მმდ, რეპროდუქტოლოგი – მაკა გეგეჭკორი თემით: ” შარდსასქესო მეზობლობა და ასაკობრივი ცვლილებები.”
პროფესორი მმდ, უროლოგი არჩილ ჩხოტუა, თემით: “საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები ქალებში”.
კონფერენციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.





