Alpen Pharma Georgia -მ ა/წ 1 თებერვალს გამართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე : “საშარდე გზების ინფექციები” და წარადგინა ახალი პროდუქტები: დანოზა ურო პროლონგი და დანოზა ურო აკუტი.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ უროლოგები, გინეკოლოგები და ოჯახის ექიმები.
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის თავჯდომარეს წარმოადგენდნენ პროფესორები არჩილ ხომასურიძე და არჩილ ჩხოტუა.
კონფერენციის ფარგლებში მოხსენებებით წარსდგნენ:
1.ლალი ფხალაძე- მედ. დოქტორი, თსუ ასოც. პროფესორი / პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი თემებით: 1. “საშარდე გზების ინფექციების პრევენცია და მართვა ორსულებში: თანამედროვე მიდგომა და დანოზას სარგებელი” და 2. “გენიტო-ურინალური სინდრომი მენოპაუზაში: ბუნებრივი აშუალებები კომფორტისთვის. “
კონფერენციის შემდეგ გაიმართა პროექტი: “ალპენ ფარმას პალიტრას “წარდგენა და დაჯილდოვდნენ პროექტის გამარჯვებულები. ასევე გაიმართა საინტერესო დისკუსია და საუკეთესო კითხვების ავტორებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები.