პრეს-ცენტრი

ISIAN & IRS 2024 კონგრესი “Alpen Pharma AG“-ის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი

19.04.2024

 

ცხვირის ანთების და ალერგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISIAN International Society of Inflammation and Allergy of the Nose) 42-ე კონგრესი და საერთაშორისო რინოლოგიური საზოგადოების (IRS- International Rhinologic Society) 24-ე კონგრესი, 4-6 აპრილი, 2024 ტოკიო, იაპონია.

4 – 6 აპრილს ტოკიოში, იაპონიაში ჩატარდა ISIAN & IRS 2024 კონგრესი.

“Alpen Pharma AG“-მ მონაწილეობა მიიღო ამ ორ მნიშვნელოვან კონგრესში და შესაძლებლობა ჰქონდა ღონისძიების ფარგლებში გაეფართოებინა პარტნიორობა და სამეცნიერო თანამშრომლობა ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოების აზრის ლიდერებთან.

ISIAN & IRS 2024-ზე შეიკრიბა დარგის 900-ზე მეტი წამყვანი და გავლენიანი წარმომადგენელი.

5 აპრილს ტოკიოში მიმდინარე კონგრესზე “Alpen Pharma AG“-მ გამართა მნიშვნელოვანი სიმპოზიუმი, სადაც განიხილეს რინოსინუსიტის დროს ცინაბსინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების სამეცნიერო მტკიცებულებები, პრეპარატის შესაძლებლობები და უპირატესობები.

სიმპოზიუმის თემა: ბუნებრივი საშუალებების გამოყენების ეფექტურობა რინოსინუსიტის დროს, სიმპტომების სწრაფი შემსუბუქება და გრძელვადიანი მკურნალობის ოპტიმიზაცია.

სიმპოზიუმის მოდერატორები მსოფლიოში ცნობილი ლექტორები იყვნენ:

მარტინ დესროსიერსი – მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მონრეალის უნივერსიტეტის ჰოსპიტალური ცენტრი, კანადის ქირურგთა სამეფო კოლეჯის წევრი, კლინიკური მკვლევარი, დანამატი წიაღების -სინუსების ქირურგი, CHUM კვლევის ცენტრი (CRCHUM): “ცოცხალი წიაღების ლაბორატორია”.

პროფ. ვიჩევა – ევროპის რესპირატორთა ასოციაციის პრეზიდენტი 2023-2025, ბულგარეთის პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტის ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტი; ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა, საუნივერსიტეტო საავადმყოფო „კასპელა“, პლოვდივი, ბულგარეთი.

ჰიდეიუკი კავაუჩი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, იაპონია, შიმანეს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი.

მოდერატორები:

დეიმ ვალერი ჯოან ლუნდი -პროფესორი, ქირურგთა სამეფო კოლეჯის სტიპენდიანტი, ბრიტანელი ქირურგი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის რინოლოგიის პროფესორი.

რობერტ კერნი -ოტოლარინგოლოგიური დეპარტამენტის თავმჯდომარე, ოტოლარინგოლოგიის პროფესორი, თავისა და კისრის ქირურგია და მედიცინა (ალერგია და იმუნოლოგია).

მოდერატორებსა და სიმპოზიუმის მონაწილეებს მომხსენებლებმა წარუდგინეს მაღალი დონის მტკიცებულებები. აღინიშნა, რომ მსგავსი სემინარები ქმნის სივრცეს, სადაც გაიმართება ცინაბსინზე დისკუსია, მონაწილეები გაცვლიან პრეპარატის გამოყენებისას მიღებულ გამოცდილებას, ცოდნას და მიღწევებს, საჭიროებისამებრ დაგეგმავენ შემდგომ კვლევებსა და პუბლიკაციებს. სიმპოზიუმზე მიღებული სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია განვიხილოთ ცინაბსინის სრულყოფილი ჩართვა რინოსინუსიტის კომპლექსურ მკურნალობაში.

ISIAN & IRS 2024 კონგრესის ფარგლებში “Alpen Pharma AG“-მ მონაწილეობა მიიღო გამოფენაშიც. კომპანიის საგამოფენო სივრცე გამოირჩეოდა მაღალპროფესიული სამეცნიერო მასალებით, ვიდეო პრეზენტაციით და ელეგანტური საჩუქრებით.

კონგრესში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა “Alpen Pharma AG“-ისთვის, რაც ხელს შეუწყობს კომპანიისა და მისი პროდუქტების განვითარებას.