2024 წლის 27 ნოემბერს გაიმართა Alpen Pharma-ს პირველი საერთაშორისო ტელეხიდი თემაზე „გასტროტენდენციები: ინოვაციები და გამოწვევები გასტროენტეროლოგიაში“. ამ დღეს კომპანია Alpen Pharma-მ მოახერხა გასტროენტეროლოგიის დარგის წამყვანი სპეციალისტების გაერთიანება ერთიან პლატფორმაზე საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და მოლდოვადან ექიმებს შორის გამოცდილების გაცვლის მიზნით. ღონისძიება მიზნად ისახავდა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის აქტუალური საკითხების განხილვას, ასევე მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვას.
ტელეხიდი მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ბილიარული დისფუნქციის მკურნალობის მეთოდები, ფუნქციური დისპეფსიის დიაგნოსტიკა და თანამედროვე ფარმაკოთერაპიის რაციონალური გამოყენება.
მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს Dr.Gustav Klein GmbH & Co. KG მიერ წარმოებული მედიკამენტის: „გასტრიტოლის“ გამოყენების მიმართ, როგორც წვეთების ასევე პასტილების სახით. (ექსკლუზიური წარმომადგენელი: Alpen Pharma AG, ბერნი, შვეიცარია)
გამომსვლელები შეთანხმდნენ, რომ პრეპარატ “გასტრიტოლის” გამოყენებას მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით, იმ მხრივ, რომ კომპლექსური მცენარეული პრეპარატი გასტრიტოლი შეიცავს უამრავ აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც ახდენენ დადებით ეფექტს, როგორც ადგილობრივად, ასევე ცენტრალურ დონეზე და აუმჯობესებენ კუჭის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციებს.
1.პრეპარატი “გასტრიტოლი” არის საიმედოდ ეფექტური საშუალება ფუნქციური დისპეფსიის სამკურნალოდ როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში;
2.”გასტრიტოლი”ხასიათდება კარგი ამტანობით პაციენტებში, გვერდითი მოვლენების გარეშე.
3.”გასტრიტოლი” რეკომენდირებულია როგორც მონოთერაპიის სახით ფუნქციური დისპეფსიის სამკურნალოდ, ასევე რეციდივების საწინააღმდეგოდ.
ამ ღონისძიების ფორმატმა ექიმებს საშუალება მისცა, მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ მომხსენებელთათვის და მიეღოთ პასუხები, ასევე დაემყარებინათ ახალი პროფესიული კონტაქტები.
მეორე ტელეხიდი „Alpen Pharma“ იგეგმება 2025 წლის თებერვალში. შემოგვიერთდით!