2019წ 8 ნოემმბერს, ქ. თბილისში საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „პროსპანის 70 წლის იუბილე“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა სხვადასხვა პროფილის ექიმმა და ფარმაცევტმა.
კონფერენცია გახსნა კომპანიის პროდუქტის მენეჯერმა მაია ქვაჩაკიძემ და ისაუბრა პროსპანის ისტორიაზე გერმანიასა და საქართველოში.
კონფერენციის მონაწილეების წინაშე ასევე მოხსენებებით წარსდგნენ:
1. ივანე ჩხაიძე – მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე -თემით:“ პროსპანი- 70 წლის გერმანული ბრენდი.“
2. კახა ვაჭარაძე – მმდ, პროფესორი, პულმონოლოგი, ფტიზიატრი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, თემით:“ ისლა – ბრონქიტის თერაპია.“
3. ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, თემით:“ ნიზიტა -უალტერნატივო ინტრანაზალური დაცვა.“