2019წ 22 თებერვალს, თბილისში, საქართველოში Alpen Pharma AG-ის მხარდაჭერით გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო წამყვანმა ოტორინოლარინგოლოგებმა.
მთავარი მოხსენებით წარსდგა: მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე – ივანე ჩხაიძე.
მოხსენების თემა : „ ცინაბსინის როლი მწვავე სინუსიტის მკურნალობაში, დიაგნოსტიკა და მართვა ბავშვებში”. მან ასევე წარადგინა კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი), რომელშიც შეტანილია ცინაბსინი.
კონფერენციის მონაწილეთათვის ნამდვილი სიურპრიზი გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოჩენილი აკადემიკოსის, ოტოლარინგოლოგ შოთა ჯაფარიძისადმი მიძღვნილი ფილმის პრემიერა. კონფერენციის მონაწილეებმა იხილეს საინტერესო ფაქტები ექიმის სიცოცხლისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ, რომელსაც ეკუთვნის 57 სამეცნიერო ნაშრომი და 4 გამოგონება.
სასიამოვნოა, როდესაც Alpen Pharma AG- ის მხარდაჭერით ახალგაზრდა ექიმებს საშუალება აქვთ არ დაივიწყონ და გამოიყენონ ცნობილი ქართველი ექიმების გამოცდილება.