პრეს-ცენტრი

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის 35-ე რეგიონალური კონფერენცია

20.06.2019

 

2019წ 8 ივნისს ანაკლიაში, ( საქართველო) საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობამ სპონსორობა გაუწია საქართველოს რესპირაციული ასოციაციის 35-ე რეგიონულ კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 100-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმმა: პედიატრები, ოჯახის ექიმები, პულმონოლოგები და ოტორინოლარინგოლოგები.

კონფერენციაზე გაკეთდა 20-მდე სხვადასხვა მოხსენება.

კომპანიის სახელით მოხსენებით წარსდგა – მედიცინის დოქტორი, თსსუ ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნანი ყავლაშვილი თემით:” გასტროენტერიტის მართვის ზოგადი პრინციპები.”

მომხსენებელმა ისაუბრა ნატურალი პრობიოტიკ აქტივ ფლორა ბების გამოყენების დადებით ეფექტებზე.

მოხსენებამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელებს შორის.