პრეს-ცენტრი

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „ სოლიდაგორენი და დისტრეპტაზა – ტანდემი ფუნქციური დიზურიისას.“

04.04.2019

26 მარტს , თბილისში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე:“სოლიდაგორენი და დისტრეპტაზა – ტანდემი ფუნქციური დიზურიისას“.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ზოგადი პროფილის ექიმებმა და თერაპევტებმა. მოხსენებით წარსდგა ალექსანდრე ხელაია – უროლოგი, მმდ, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ქალთა სექციის ხელმძღვანელი.

 

მოხსენებაში ალექსანდრე ხელაიამ ისაუბრა ფუნქციური დიზურიის სიმპტომებსა და სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებზე. ასევე მან ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დარღვევის მკურნალობის სქემაზე, სოლიდაგორენის გამოყენების გამოცდილებაზე და პრეპარატის უპირატესობებზე, როგორც ფიტოუროსეპტიკისა, ფუნქციური დიზურიისას და ანტიბაქტერიული მოქმედებით უროგენიტალური ტრაქტის ქრონიკული ინფექციისას. მან ასევე აღნიშნა, რომ სოლიდაგორენისა და დისტრეპტაზის კომბინირებული მოხმარება აჩვენებს უკეთეს შედეგს, რადგან დისტრეპტაზა მისი გამწოვი ეფექტის წყალობით აძლიერებს სოლიდაგორენის თერაპიულ ეფექტს.

 

Alpen Pharma AG-ის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე თემით:“სოლიდაგორენი და დისტრეპტაზა – ტანდემი ფუნქციური დიზურიისას“ ექიმებმა მიიღეს თერაპიის  ახალი სქემები მათ სამკურნალოდ.