ფარმაცევტული კომპანია Alpen Pharma AG-ის მხარდაჭერით 2015 წლის 1-7 ივნისს ქ.ვისბადენში ( გერმანია) გაიმართა ვორკშოფი „ სამკურნალო საშუალებების დისტრიბუცია: გამოცდილება და იანოვაციები“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სპეციალისტებმა საქართველოდან, ბულგარეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან, უზბეკეთიდან და გერმანიიდან.