პრეს-ცენტრი

ტელეხიდი- ხველის მკურნალობა მტკიცებულებითი მედიცინის პოზიციიდან

24.10.2016

საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობამ 20 ოქტომბერს ქ. თბილისში გამართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ტელეხიდი – ხველის მკურნალობა მტკიცებულებითი მედიცინის პოზიციიდან: მარტივი პასუხები რთულ კითხვებზე. ტელეხიდში მონაწილეობდა თბილისი (საქართველო), ბონი ( გერმანია), კიევი, ხარკოვი, ოდესა, დნეპროპეტროვსკი, ივანო-ფრანკო, ლვოვი (უკრაინა), კიშინოვი (მოლდოვა) მინსკი (ბელორუსია). მოხსენებებით წარსდგნენ:

1. ჰანს ჰაბერლეინი ბიოქიმიის და მოლეკულური ბიოლოგიის უნივერსიტეტი, უჯრედული ბიოლოგიის და მოლეკულური კვლევების კათედრის პროფესორი, ბონი, გერმანია. თემით:”Hedera Helix (სუროს მშრალი ფოთლების ორიგინალი ექსტრაქტი EA 575): მოქმედების მექანიზმი, დამტიკებული უჯრედულ და მოლეკულურ დონეზე”.
2. ივანე ჩხაიძე პროფ., თსსუ პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მ. იაშვილის სახ. საქართველოს ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლ. დირექტორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისი, საქართველო თემით:”ხველა ბავშვებში: საჭიროა თუ არა მკურნალობა?. კონფერენციის მონაწილე ექიმებს გადაეცად სერთიფიკატები. კონფერენციის შემდეგ გაიმართა გათამაშება და გამარჯვებული ექიმები დაჯილდოვნენ სამახსოვრო პრიზებით.