პრეს-ცენტრი

13-16 მაისი 2024 სამოტივაციო მოგზაურობა შვეიცარიაში

23.05.2024

 

13-16 მაისს Alpen Pharma Group-ის საუკეთესო სამედიცინო წარმომადგენლებისა და რეგიონალური მენეჯერებისათვის სამოტივაციო მოგზაურობა გაიმართა შვეიცარიაში.

კომპანიის ტრადიციის მიხედვით, ყოველწლიური სერტიფიცირების შედეგების შეჯამების შემდეგ, სამედიცინო წარმომადგენლები და რეგიონალური მენეჯერები მადლიერების ნიშნად დაჯილდოვდნენ მოგზაურობით, კარგი მუშაობისა და პირადი წვლილისთვის საერთო წარმატებაში.

Alpen Pharma-ს სათაო ოფისი მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ბერნში. სწორედ ამიტომ დაიწყო ქვეყნის გაცნობის პროგრამა ბერნიდან. მოგზაურობის მონაწილეებმა დაათვალიერეს ტურისტული შვეიცარიის ულამაზესი ადგილები. გუნდს ჰქონდა საინტერესო ექსკურსიები ბერნის მაღალმთიანეთის უნიკალურ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებში. მაგრამ ყველასთვის, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო არაფორმალური მეგობრული საუბრები კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან, წამყვან ტოპ მენეჯერებთან, გამოცდილების გაცვლა, შესაძლებლობა, მეტი გაიგოთ იმ ადამიანების შესახებ, ვისთანაც და ვისთვისაც მუშაობს Alpen Pharma.