პრეს-ცენტრი

პრაქტიკული რეკომენდაციები თერაპევტთათვის

26.09.2019

 

2019წ 21 სექტემბერს, ქ. თბილისში საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „პრაქტიკული რეკომენდაციები თერაპევტთათვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ასამდე ოჯახის ექიმმა. მათ წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ:

  1. თამარ მეგრელიშვილი, პროფესორი, მმდ, თსსუ ინფექციური დაავადებების კათედრა. მოხსენებით: „ გასტრიტი თუ ფუნქციონალური დისპეპსია“. მოხსენების ფარგლებში მან განიხილა ორი პრაქტიკული შემთხვევა  და ისაუბრა ნატურალურ კომპონენტებზე დაფუძნებული მედიკამენტის გასტრიტოლის მკურნალობის უპირატესობებზე. მოხსენებამ გამოიწვია დიდი გამოხმაურება და დაისვა კითხვები მონაწილეთა მხრიდან.
  2. ალექსანდრე ხელაია, უროლოგი, მმდ, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ქალთა სექციის ხელმძღვანელი. მოხსენებით: „ გაურთულებელი საშარდე გზების ინფექცია და ფუნქციონალური დიზურია – ოჯახის ექიმის ტაქტიკა“. მომხსენებელმა ისაუბრა სოლიდაგორენის გამოყენების პრაქტიკაზე ფუნქციონალური დიზურიის დროს, და მის უპირატესობებზე, როგორც ფიტოუროსეპტიკზე, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების დროს.
  3. იოსებ ბურდულაძე, ნევროლოგი, მმდ, თემით:“ ფიზიკური და გონებრივი წონასწორობის მიღწევა“. მომხსენებელმა ისაუბრა ვიტანგოსა და ტებოკანის გამოყენებაზე და მათ დადებით გავლენაზე აღადგინოს გონებრივი და ფიზიკური წონასწორობა.

კონფერენციის ყველა მონაწილემ მიიღო ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია.