მე-18 Workshop International წელს Alpen Pharma AG-იმ გაატარა მზიან ბაქოში. ტრადიციულად, ღონისძიებები მიმდინარეობდა ერთი კვირის განმავლობაში. 370 მონაწილე 26 ქვეყნიდან დაესწრო 10 სასწავლო ტრენინგს.
კავკასიის რეგიონალურმა მენეჯერმა მარინა ჩინჩალაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტრენინგებიმოვემულ სიტუაციაში აუცილებელია ფარმ ბიზნესის განვითარებისათვის.
ცხოვრების თანამედროვე ტემპში ბიზნეს პროცესების მართვისათვის აუცილებელია სწრაფად მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, – აღნიშნა კავკასიის რეგიონალურმა მენეჯერმა მარინა ჩინჩალაძემ . – როგორც თეატრი იწყება საკიდით, ასევე კომპანიის წარმატება დამოკიდებულია გუნდის თითოელ წევრზე. პერსონალის ტრენინგი იძლევა საშუალებას სწორად მოხდეს გუნდის ჩამოყალიბება და განვითარება. თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. როგორ დავნერგოთ ინტერნეტი კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობაში, როგორ მოვახდინოთ დროისა და ხარჯების ოპტიმიზირება, როგორ გავაანალიზოთ ინვესტიციები, ამ მნიშვნელოვან კითხვებზე ჩვენ გაგვცეს პასუხები ინტერნეტ მარკეტინგის ტრენინგზე.
კომპანიის ორი თანამშრომელი საქართველოდან, როგორც საუკეთესოები გაყიდვებში მიწვეულნი არიან გერმანიაში შემეცნებით-გასართობ ტურზე.