პროსპანი (Prospan)

გაციებას თითქმის ყოველთვის ახლავს ხველა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხველა დაავადება კი არა, არამედ ორგანიზმის რეაქციაა, რომელიც სასუნთქი გზების დაცვასა და გაწმენდას განაპირობებს, იგი არათუ უნდა ჩავახშოთ, არამედ დავეხმაროთ, რომ მისთვის ბუნებრივი ფუნქცია შეასრულოს.

სასუნთქი გზების გათავისუფლებას, როგორც წესი, ძალიან აძნელებს მწებავი ნახველი და ბრონქების სპაზმი. ხველის დახმარებას მსგავსი წინააღმდეგობების არსებობისას შეძლებს მცენარეული პრეპარატი პროსპანი, რომელიც არა მარტო ნახველს ათხელებს, არამედ მის აქტიურ გამოდევნასა და ნახველის გამოყოფის გზაზე არსებული წინააღმდეგობის -ბრონქების სპაზმის მოხსნასაც განაპირობებს.

პროსპანი* გერმანული მცენარეული პრეპარატია, რომელიც სუროს ფოთლების ორიგინალური სტანდარტიზებული მშრალი ექსტრაქტის (გამოიყენება მხოლოდ პროსპანი-ის წარმოებაში) ფუძეზეა დამზადებული. პროსპანი გამოიყენება ნებისმიერი სახის ხველისას, მათ შორის მწეველის ხველის დროსაც, რადგან იგი კარგად გამოხატული და დადასტურებული ბრონქოლიზური ეფექტის მქონე მცენარეული ამოსახველებელი პრეპარატია. პროსპანი არ შეიცავს სპირტს, საღებავებს, შაქარს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, პროსპანი განაპირობებს ლორწოს გათხელებას, სასუნთქი გზებიდან მის აქტიურ გამოყოფას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბრონქების მუსკულატურის სპაზმის მოხსნას. პროსპანი შესაძლებელია გამოვიყენოთ  ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თვით ახალშობილობიდან, სასიამოვნო გემო და მრავალფეროვანი სამკურნალწამლო ფორმა: სიროფი და ხსნარი წვეთებში.

ხველა? - პროსპანი!

პროსპანი სიროფი 100მლ: მწარმოებელი Engelhard Arzneimittel GmbH&Co. KG (გერმანია), #R -012773. 2009  წლიდან;

პროსპანი წვეთები 20 მლ: მწარმოებელი Engelhard Arzneimittel GmbH&Co. KG (გერმანია), #R -012772. 2009 

*სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 შესაძლოა  საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის

გახველებთ? პროსპანი!

გამოშვების ფორმა: პროსპანი®  ხველის საწინააღმდეგო სიროფი.

შემადგენლობა
სიროფის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქტს (5-7.5:1) – 7,000მგ

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბიტი, უწყლო ლიმონმჟავა, სორბიტოლოს ხსნარი 70% (კრისტალი), ქსანტინის ფისი, ალუბლის არომატიზატორი (2,5 მლ ხსნარი შეიცავს 0,963 გ სორბიტოლს = 0,08 BE (პურის ერთეული)).

აღწერილობა  
ოდნავ მღვრიე ყავისფერი სიროფი, სასიამოვნო ხილის გემოთი და ალუბლის სუნით.

ჩვენება
პრეპარატი, როგორც სიმპტომური საშუალება, გამოიყენება ზედა სასუნთქი გზებისა და ფილტვის ანთებითი დაავადებების დროს კომპლექსური თერაპიის სახით.

გვერდითი მოვლენები

  • იშვიათად სასაქმებელი ეფექტი
  • ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
  • ფრუქტოზას აუტანლობა

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითება
პროსპანი® ხველის საწინააღმდეგო სიროფი არ შეიცავს სპირტს, შაქარსა და საღებავებს. სუროს ფოთლების ექსტრაქტის თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად, გამოსაწვლელად, მისი გაშრობის პროცესში, რომელიც სრულად სცილდება ექსტრაქტის ადსორბენტის სახით, იყენებენ 30% ეთანოლს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოსალოდნელი სარგებლის და სავარაუდო რისკის შეფარდების ობიექტური შეფასების შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვის და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ მოქმედებს

ჭარბი დოზირება
დანიშნულზე 3-ჯერ მეტი რაოდენობით დღიური დოზის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
სიროფი 100 მლ ფლაკონებში. 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში, მზომი ხუფით და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს +25°ჩ  ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ყურადღება!
გამომდინარე იქიდან, რომ სიროპი შეიცავს სუროს ექსტრაქტს, მისი შენახვის დროს შესაძლებელია აღინიშნოს შემღვრევა და გემოს უმნიშვნელო ცვლილება, რაც პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე ზეგავლენას არ ახდენს.

შენახვის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
საქართველოში 2009წლიდან პროსპანი

გამოშვების ფორმა: პროსპანი® შიგნით მისაღები წვეთები.

სავაჭრო სახელწოდება: პროსპანი®.

სამკურნალწამლო ფორმა: შიგნით მისაღების წვეთები

შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (5-7.5:1) – 0,02 გ

დამხმარე ნივთიერებები: გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის საქარინი, ეთანოლი 96%, ანისულის ზეთი, ფენხელის ზეთი, პიტნის ზეთი.

აღწერილობა
მუქი ყავისფერი სითხე სპირტის და ფენხელის სუნით. შენახვის პროცესში შესაძლებელია უმნიშვნელო ამღვრევა და ნალექის წარმოქმნა.

ჩვენება
ამოსახველებელი საშუალების სახით ზედა სასუნთქი გზების და ფილტვების ანთებითი დაავადებების თერაპიის დროს, რომელიც დაკავშირებულია ხველის და ნახველის გამოყოფის გაძნელებასთან.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ბავშთა ასაკი (1 წლამდე), ალკოჰოლიზმი და სხვა მდგომარეობები, როდესაც დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის დადგენის მიზნით კვლევა არ ჩატარებულა, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

საინჰალაციო თერაპია პრეპარატი პროსპანი® წვეთების გამოყენებით
ინგალაციის ჩატარებისთვის პრეპარატი პროსპანი® წვეთების გამოყენებით გამოსადეგია გაცხელების გარეშე გაფრქვევისთვის განკუვნილი ყველა სტანდარტული მოწყობილობა და ხელსაწყო.  პრეპარატში ალკოჰოლის შემცველობის გამო გაღიზიანების გვერდითი ეფექტების აცილების მიზნით, შესაძლებელი ინგალაციისთვის პროსპანი®  და სასმელი წყლის შეზავება შემდეგი  პროპორციით: 1:2.
სპეციალურ საინგალაციო ხელსაწყოში დააწვეთეთ პრეპარატის 20-25 წვეთი და შეაზავეთ ოთახის ტემპერატურის სასმელი წყლით შემდეგი პროპორციით: 1:2. ინგალაცია ჩაატარეთ 3-5-ჯერ დღეში.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზირება
დანიშნულზე 3-ჯერ მეტი რაოდენობით დღიური დოზის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება და დიარეა. ამ შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატის ერთდროულმა გამოყენებამ ხველის საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ეს აძნელებს გათხელებული ნახველის ამოხველებას.

განსაკუთრებული მითითება
პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლის 47 %.
არ შეიცავს შაქარს, კონსერვანტებს და საღებავებს.
შენახვის პროცესში შესაძლებელია სითხის მსუბუქი ამღვრევა, ნალექის წარმოქმნა და გემოს უმნიშვნელო ცვლილება, რაც პრეპარატის თერაპიულ მოქმედებაზე გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები წვეთები. 20 მლ მუქი ფერის მინის ფლაკონებში, საცობით- საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით. ყოველი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს + 25°ჩ  ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
საქართველოში 2009წლიდან პროსპანი.

1 წლამდე ასაკის ბავშვებში 2-ჯერ დღეში 2,5 მლ, 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 3-ჯერ დღეში 2,5 მლ, 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში 3-ჯერ დღეში 5 მლ, მოზრდილებში და 10 წელზე ზევით ასაკის  ბავშვებში 3-ჯერ დღეში 5-7,5 მლ თანდართული მზომი ხუფის მეშვეობით.

ფლაკონი ყოველი გამოყენების წინ კარგად უნდა შეანჯღრიოთ.

ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონს მჭიდროდ უნდა დაეხუროს თავსახური!

გამოყენების ხანგრძლივობა:

მკურნალობის კურსი უნდა შეადგენდეს 1 კვირას. თერაპიული ეფექტის შენარჩუნების მიზნით რეკომენდებულია დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გააგრძელოთ კიდევ 2-3 დღის განმავლობაში.

მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება ფარმაკოლოგიური მოქმედება. ხველის საწინააღმდეგო მცენარეული პრერპარატი. ახდენს ამოსახველებელ, მუკოლიზურ და სპაზმოლიზურ მოქმედებას. ამცირებს ნახველის წებოვნებას და ხელს უწყობს მის ამოსახველებას.

შინაგანად მისაღებად.

ბავშვებში 1-დან 3 წლამდე: 10 წვეთი 3-5 -ჯერ დღეში.

ბავშვებში 4-დან 7 წლამდე: 15 წვეთი 3-5 -ჯერ დღეში.

მოზრდილებში და სკოლის ასაკის ბავშვებში – 20 წვეთი 3-5 -ჯერ დღეში.

წვეთები უნდა მიიღოთ საკვების მიღებამდე.

პატარა ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

მკურნალობის კურსი განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით, მკურნალობის მინიმალური კურსი უნდა შეადგენდეს 1 კვირას.

თერაპიული ეფექტის შენარჩუნების მიზნით რეკომენდებულია დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გააგრძელოთ კიდევ 2-3 დღის განმავლობაში.

თუ მდგომარერობა არ  გაუმჯობესდა, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

მცენარეული პრეპარატი. შეიცავს საპონინებს, ტრიტერპენოიდებს, ფლავონოიდებს. პრეპარატი ავლენს ამოსახველებელ, მუკოლიზურ და სპაზმოლიზურ მოქმედებას. ამცირებს ნახველის წებოვნებას და ხელს უწყობს მის ამოსახველებას. გააჩნია მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედება. 

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.