პროსტამედი (Prostamed)

ცხოვრების თანამედროვე რიტმი, სტრესები, სამუშაო პირობები, მავნე ჩვევები და ცხოვრების არასწორი წესი _ ეს ყველაფერი შესაძლოა მამაკაცთა ჯანმრთელობაზე აისახოს და მათ საკუთარ ძალთა რწმენა შეურყიოს. ამიტომ, შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება ძლიერი სქესის იმ წარმომადგენელთა რიცხვი, ვინც პროსტატიტით და პროსტატის ადენომით ავადობს. საბედნიეროდ, მსგავსი დიაგნოზები განაჩენი არ არის, რადგან შესაძლებელია ცხოვრების ხარისხისა და საკუთარი ბუნებრივი ძალის აღდგენა. ამ ამოცანის გადაწყვეტაში პროსტატიტისა და I-II ხარისხის პროსტატის ადენომის დროს დახმარების გაწევა პრეპარატ პროსტამედს ძალუძს.

პროსტამედი* ბუნებრივი მცენარეული გერმანული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაში რამოდენიმე ცნობილი კომპონენტი შედის. ესენია: სამკურნალო გოგრის განსაკუთრებული სახეობა ჩუცურბიტა პეპო ვარ სტყრიაკა (ჩვეულებრივისაგან განსხვავებით იგი მაქსიმალური რაოდენობით შეიცავს სასარგებლო სამკურნალო საშუალებებს) და გოგრის გლობულინი (!), რომელსაც მისი თესლებისაგან იღებენ (ეს ნივთიერებები ხელს უშლის წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილების შემდგომ პათოლოგიურ ზრდას); ოქროწკეპლას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და შარდმდენი მოქმედებით ხასიათდება; ვერხვის ფოთლების ექსტრაქტს, რომელიც გამოხატული მადეზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. პროსტამედის შემადგენლობაში ფიტოკომპონენტების გონივრული კომბინაციის კომპლექსური მოქმედება პრაქტიკულად მთელ შარდსასქესო სისტემაზე ვრცელდება და ხელს უშლის ისეთი დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა პროსტატიტი და წინამდებარე ჯირკვლის I-II ხარისხის ადენომა, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ზრდის ტონუსსა და საკუთარი თავის რწმენას!

პროსტამედი _ უბედურებათა თავიდან აცილება მამაკაცებში!

პროსტამედი ტაბლეტები # 60, 120, 200: მწარმოებელი Dr. G. Klein GmbH &: Co. KG  (გერმანია), #R-011154, 011172, 011173. 2013 წლიდან.

 *ინფორმაცია მედიცინისა და ფარმაციის სპეციალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:
ტაბლ. № 60, № 120, № 200

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: გოგრის თესლის ფხვნილი, ცხიმგაცლილი 200 მგ;  გოგრის თესლის ფხვნილი გასუფთავებული ექსტრაქტი, ცხიმგაცლილი, (5 – 10:1), ექსტრაგენტი: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი/სუფრის მარილი (გაწმენდილი) მარილი/გასუფთავებული წყალი (3/6,1/90,9) – 100 მგ; ოქროსწკეპლას მშრალი ექსტრაქტი (5 – 8:1) ექსტრაგენტი: ეთანოლი 60 მოც. % - 2,6 მგ; ვერხვის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (5 – 8:1), ექსტრაგენტი: ეთანოლი 60 მოც.% - 6,3მგ;
სხვა ინგრიდიენტები (დამხმარე ნივთიერებები): ლაქტოზის მონოჰიდრატი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, კაკაოს ფხვნილი, საქაროზა, ჟელატინი, გლიცერინი 85%, პოვიდონი К25, სილიციუმის მაღალდისპერსული ოქსიდი, ტალკი.

გამოშვების ფორმა
დასაღეჭი ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
ყავისფერი, მრგვალი ტაბლეტები ამოზნექილი ფორმით.

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი
საშუალებები, რომლრბიც გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტპლაზიის დროს.  ათქ კოდი: G04C X.

ჩვენებები
შარდვის დარღვევები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) I-II სტადიის დროს; შარდვის გაძნელება, ხშირი შარდვა, მათ შორის, ღამე, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, (ნარჩენი შარდის არსებობა), მოშარდვის დაუძლეველი სურვილი. მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი (კომპლექსური თერაპიიის შემადგენლობაში).

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პროსტამედის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება ამ მომენტისთვის არ არის შესწავლილი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. ამიტომ პროსტამედის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულთათვის და მეძუძური დედებისთვის.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის ან სპეციალურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების ხერხი
მოზრდილებში გამოიყენება 2-4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები უნდა დაიღეჭოს, უნდა დააყოლოთ სითხის საკმარისი რაოდენობა (სასმელი წყლის  დაახლოებით ¼ ლ).
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა 4 კვირაა.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისიანობის ვადა გახსნის შემდეგ 3 თვეა.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვა
შეინახეთ არა უმეტეს 25 ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
60, 120, 200 ტაბლეტი მოთავსებულია პლასტიკურ ტუბებში. ყოველი ტუბი შეფუთულია ფურცელ-დანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის კატეგორია: რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია
საქართველოში 2013 წლიდან პროსტამედი.

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების, რთულყვავილოვანი ოჯახის მცენარეების, სალიცილატების ან რომელიმე სხვა ელემენტის მიმართ.

დაავადებები, რომლების დროსაც რეკომინდირებულია სითხის მიღების შემცირება, მაგალითად, გულის და თირკმელების მძიმე დაავადებები.

დაავადების გახანგრძლივებული სიმპტომების ან გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული დანართში, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს. ექიმის კონსულტაცია განსაკუთრებით საჭიროა შარდში სისხლის გამოჩენისას, საშარდე გზების ინფექციებისას, შარდვის დარღვევის გამწვავებისას ან შარდის მწვავე შეკავებისას.

ბავშვებში და 18 წლამდე ახალგაზრდებში პროსტამედის გამოყენების შესახებ არ არსებობს საკმარისი კლინიკური კვლევები. ამიტომ პროსტამედი არ უნდა იყოს გამოყენებული ბავშვებში და 18 წლის ასაკამდე ახალგაზრდებში.

ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი თვისებების მქონე პაციენტებმა, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტაზური უკმარისობა, ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტოზური უკმარისობა, არ უნდა მიიღონ პროსტამედი.

ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია კუჭის აშლა, გულის რევა, ღებინება და ფაღარათი. ამის გარდა, შეიძლება წარმოიშვას ალერგიული რეაქციები, ისეთი როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ენის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ხახის შეშუპება. რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა მიემართოს ექიმს.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.