პროსტამედი* – კომპლექსური გერმანული ფიტოპრეპარატია, რომელიც გამოიყენება პროსტატის ადენომისა და კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ. მოქმედების ორმაგი მექანიზმის წყალობით შარდის ბუშტსა და პროსტატაზე, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივიგამაყუჩებელი ეფექტი. არ მოქმედებს ჰორმონალურ სპექტრზე და შესაბამისად არ აქვეითებს რეპროდუქციულ ფუნქციას, ლიბიდოს და პოტენციას.
ტრადიციული მცენარეული შემადგენლობა მიღებული სტანდარტიზებული ექსტრაქტებიდან უკვე 60 წელზე მეტია გამოიყენება ევროპაში.
პროსტამედი უზრუნველყოფს პროსტატის ადენომისა და პროსტატიტის კომპექსურ მკურნალობას. არ საჭიროებს შარდის ბუშტზე სიმპტომურად მოქმედი მედიკამენტების ჩართვას მკურნალობაში. არ არის საჭირო რთული პათოგენური და სიმპტომური მკურნალობის დანიშვნა.
პროსტამედი ზრდის ალფა-ადრენორეცეპრორების ანტაგონისტურ მოქმედებას და იძლევა საშუალებას პაციენტისთვის შეირჩეს ინდივიდუალური დოზა.
გოგრის სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, პროსტამედი შეიცავს გოგრის გლობულინს, რომელსაც იღებენ სპეციალური დაპატენტებული მეთოდით გოგრის განსაკუთრებული ჯიშისგან– Cucurbita pepo var. Styriaca, რომელშიც 5,4 ჯერ მეტი ფიტოესტროლია. გოგრის გლობულინი რომელიც პროსტამედშია აღადგენს სექსუალურ აქტივობას.
ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია კვლევებით.