თიროსური (Tyrosur)

დიდი მცდელობის მიუხედავად, ყოველდღიურ ცხოვრებაში კანის დაზიანების თავიდან აცილება შეუძლებელია: აქერცვლა, ნაკაწრები, დაჟეჟილობები, ჭრილობები, დამწვრობები. ჭრილობის ზედაპირის დაინფიცირება თავიდან რომ ავიცილოთ ან მასში უკვე შეჭრილი ინფექცია დავამარცხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია საიმედო თანაშემწის ან დამხმარის არსებობა, როგორიცაა, მაგალითად, გერმანული პრეპარატი თიროზური*. იგი ორი ფორმით -გელისა და ფხვნილის სახით გამოდის.

თიროზური* ნებისმიერი ჭრილობისა და დამწვრობის სამკურნალო პრეპარატია, რომელიც როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში, თვით ახალშობილობიდან გამოიყენება. თიროზურის ძირითადი მოქმედი კომპონენტია თიროტრიცინი- ბუნებრივი ტოპიკური ანტიბიოტიკი, მისი მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას არ ახდენს, რადგან  სისხლში არ შეიწოვება და მხოლოდ ინფექციის კერის ადგილზე მოქმედებს, ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, იგი დამღუპველია ზოგიერთი სოკოს სახეობისთვისაც.

ამას გარდა, სისტემური ანტიბიოტიკები, როგორც წესი, ჭრილობაში ახალი უჯრედების წარმოქმნას ამუხრუჭებს, რაც შეხორცების პროცესს ხელს უშლის, თიროზური კი, მათგან განსხვავებით, ჭრილობის ფსკერის გასუფთავების გზით ჭრილობის შეხორცების პროცესს აჩქარებს, ამასთან გრანულაციისა და ეპითელიზაციის პროცესს ასტიმულირებს.

თიროზურის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ზედაპირული ჭრილობების, დაინფიცირებული ეგზემის, დამწვრობების დროს, ტროფიკული წყლულების, მათ შორის ვარიკოზისა და შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული წყლულების დროს.

თიროზური - ჭრილობებისა და დამწვრობების მკურნალობა მოზრდილებსა და ბავშვებში!

თიროზური გელი 5გ, 25გ: მწარმოებელი Engelhard Arzneimittel GmbH (გერმანია), # R 012811, 012806.   2009 წლიდან

**სამკურნალწამლო საშუალების რეკლამა. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,

თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობიასთვის საზიანო აღმოჩნდეს

შემადგენლობა
1 გ გელი შეიცავს:
1 მგ ტიროთრიცინი

დამხმარე ნივთიერებები: ცეტილპირიდინის ქლორიდი, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი 96%, კარბომერი, ტრომეტამოლი, გაწმენდილი წყალი.

გამოშვების ფორმა: ადგილობრივი გამოყენების გელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკები. ათქ კოდი:D06A X08

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
დღეისათვის ცნობილი არ არის.
თუ თქვენ ღებულობთ ან უახლოეს პერიოდში ღებულობდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.   

განსაკუთრებული  გაფრთხილება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები
საჭიროა სიფრთხილე თვალების ირგვლივ გამოყენების შემთხვევაში, ვინაიდან ამან შესაძლოა წვის შეგრძნება გამოიწვიოს. გელი ტიროზური შეიცავს პოლიეთილენგლიკოლს, რომელიც შეიძლება კანის გაღიზიანების მიზეზი გახდეს.
განკუთვნილი არ არის ინტრანაზალური გამოყენებისთვის; არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს ყნოსვის დარღვევა.
ისევე როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატი, გელი თიროზური ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უნდა გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და მოსალოდნელი სასარგებლო ეფექტისა და შესაძლო რისკის შეფარდების ობიექტური შეფასების შემდეგ.
საჭიროების შემთხვევაში გელის ტიროზური გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვებში.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
წაისვით გელი კანის დაზიანებულ უბნებზე 2-3-ჯერ დღეში. პატარა ჭრილობების და სხეულის ღია უბნების კანის ანთების დროს ჩვეულებრივ, მათი დაფარვა საჭირო არ არის. სერიოზული დაზიანებების და სველი ჭრილობების დროს რეკომენდებულია დამცავი ბანდაჟი, რომელიც უნდა გამოიცვალოს 1-2 დღის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. თუ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი ეფექტები
შესაძლებელია ალერგიული რეაციები (წვის შეგრძნება).

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისიანობის ვადა ტუბის პირველი გახსნის შემდეგ - 3 თვე.
არ გამოიყენოთ  შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვა: შეინახეთ არაუმეტეს 25° ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 5 გ, 25 გ გელი ტუბში; 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაცია:
საქართველოში 2009 წლიდან თიროსური.

ზედაპირული ჭრილობები უმნიშვნელო რაოდენობის ექსუდატის გამოყოფით და ტიროთრიცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექციის არსებობით.

0

დასვი კითხვა

To prevent automated spam submissions leave this field empty.