დიდი მცდელობის მიუხედავად, ყოველდღიურ ცხოვრებაში კანის დაზიანების თავიდან აცილება შეუძლებელია: აქერცვლა, ნაკაწრები, დაჟეჟილობები, ჭრილობები, დამწვრობები. ჭრილობის ზედაპირის დაინფიცირება თავიდან რომ ავიცილოთ ან მასში უკვე შეჭრილი ინფექცია დავამარცხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია საიმედო თანაშემწის ან დამხმარის არსებობა, როგორიცაა, მაგალითად, გერმანული პრეპარატი თიროზური*. იგი ორი ფორმით -გელისა და ფხვნილის სახით გამოდის.
თიროსური* ნებისმიერი ჭრილობისა და დამწვრობის სამკურნალო პრეპარატია, რომელიც როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში, თვით ახალშობილობიდან გამოიყენება. თიროზურის ძირითადი მოქმედი კომპონენტია თიროტრიცინი- ბუნებრივი ტოპიკური ანტიბიოტიკი, მისი მნიშვნელოვანი უპირატესობა ისაა, რომ ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას არ ახდენს, რადგან სისხლში არ შეიწოვება და მხოლოდ ინფექციის კერის ადგილზე მოქმედებს, ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი, იგი დამღუპველია ზოგიერთი სოკოს სახეობისთვისაც.
ამას გარდა, სისტემური ანტიბიოტიკები, როგორც წესი, ჭრილობაში ახალი უჯრედების წარმოქმნას ამუხრუჭებს, რაც შეხორცების პროცესს ხელს უშლის, თიროზური კი, მათგან განსხვავებით, ჭრილობის ფსკერის გასუფთავების გზით ჭრილობის შეხორცების პროცესს აჩქარებს, ამასთან გრანულაციისა და ეპითელიზაციის პროცესს ასტიმულირებს.
თიროზურის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ზედაპირული ჭრილობების, დაინფიცირებული ეგზემის, დამწვრობების დროს, ტროფიკული წყლულების, მათ შორის ვარიკოზისა და შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული წყლულების დროს.
ჭრილობებს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება -თიროსური!